შეუძლია თუ არა სკოლას, ბავშვებს ჰელოუინის შესაფერისი ჩაცმულობით მისვლა აუკრძალოს? | Allnews.Ge

შეუძლია თუ არა სკოლას, ბავშვებს ჰელოუინის შესაფერისი ჩაცმულობით მისვლა აუკრძალოს?

ჰელოუინი ჩვენს ქვეყანაში მოზარდებს შორის საკმაოდ პოპულარული დღესასწაულია და როგორც წესი, ამ დღისთვის განსხვავებულ კოსტიუმებს ირგებენ, იკეთებენ მკვეთრ მაკიაჟს და მხიარულობენ.

ჰელოუინი ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. წელს კი ორშაბათს ემთხვევა. ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეებს სურთ, რომ ამ დღისთვის სხვადასხვა პერსონაჟის ფორმით და განსხვავებული კოსტიუმებით მივიდნენ, მოირგონ ნიღაბი, ფერადი ვარცხნილობა გაიუკეთონ და თანაკლასელებთან ერთად ეს დღე განსხვავებული ვიზუალით აღნიშნონ.

თუმცა, სანამ ბავშვები ემზადებიან, მშობლებს აინტერესებთ, აქვს თუ არა სკოლას უფლება ბავშვს საჰელოუინო კოსტიუმით მისვლა აუკრძალოს.. შეკითხვით ვაკე-საბურთალოს საგანმანათლებლო რესურსცენტრს მივმართეთ, სადაც იურისტმა განგვიმარტა:

"მოსწავლეთა ქცევის წესების მიხედვით, მოსწავლეს ევალება, რომ სკოლაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაფერისად გამოცხადდეს. თუმცა, ეს ზოგადი ტერმინია და გააჩნია, ვინ რა ფორმით აპირებს მისვლას. იხილეთ სრულად

myquiz