რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს ერთ კლასში და რა შემთხვევაში უწევს მოსწავლეს გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება - პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე | Allnews.Ge

რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს ერთ კლასში და რა შემთხვევაში უწევს მოსწავლეს გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება - პასუხები აქტუალურ შეკითხვებზე

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, თუ რამდენ კლასს მოიცავს სავალდებულო სწავლება, რამდენი ქულა უნდა დააგროვოს მოსწავლემ, რომ კლასიდან შემდეგ კლასში გადავიდეს და რა შემთხვევაში ინიშნება სემესტრული გამოცდა, ასევე გაწერილია ისიც, თუ რამდენი მოსწავლე უნდა იყოს თითოეულ კლასში. აღნიშნული ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული:

- რამდენი მოსწავლე უნდა იყოს კლასში?

- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით. გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.

პირველკლასელებისთვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით.

გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს.

- რომელ საგნებში შეიძლება კლასის გაყოფა და მოსწავლეთა რა რაოდენობაზე?

- კლასის გაყოფა დასაშვებია შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენებში და ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, თუ სკოლას აქვს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა. ამასთან, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასის გაყოფა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25-ს; ხოლო უცხოურ ენებში იმ შემთხვევაში, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა არის 18 ან მეტი.

იხილეთ სრულად

myquiz