რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებში? | Allnews.Ge

რა ღირს სწავლა თბილისის ყველაზე ძვირადღირებულ სკოლებში?

როდესაც ბავშვი აღწევს სასკოლო ასაკს, სკოლის შერჩევა მშობლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საკითხს წარმოადგენს. საქართველოში არჩევანი საჯარო და კერძო სკოლებს შორის საკმაოდ მრავალფეროვანია.

ყოველწლიურად, სულ უფრო მეტად პოპულარული და აქტუალური ხდება კერძო სკოლები, თუმცა უმეტეს მათგანში, საკმაოდ კარგ შეთავაზებებთან ერთად, საკმაოდ მაღალი გადასახადიც არის, რაც ბევრისთვის ერთგვარ ფუფუნებას წარმოადგენს.

გთავაზობთ თბილისის ყველაზე ძვირად ღირებული კერძო სკოლების მცირე ჩამონათვალს:

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია

1879-1664622489.jpg

ამერიკული აკადემია თბილისში 2001 წელს დაარსდა. აკადემიის დამაარსებლები არიან ქართველი ბიზნესმენი, გივი ზალდასტანიშვილი, ამერიკელი პედაგოგი, დონალდ თომასი და ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი. აკადემია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით (დაახლოებით 2 მლნ. დოლარი) და სამეურვეო საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა

სკოლის მიზანია XXI საუკუნის საქართველოს აღუზარდოს ახალგაზრდობა, რომელიც შეძლებს წარმატებით გააგრძელოს სწავლა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სწავლის საფასური 2023-2024 სასწავლო წლისთვის:

VIII კლასი- 15 000 ლარი

IX-XII კლასები- 26 500 ლარი

ბაქსვუდის სკოლა

7e48cdc5c924d639974160bb057e4adb-770x53938300512004-36-52-1664622522.jpg

ბაქსვუდის სკოლის სასწავლო დღე 9:30 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.

ბაქსვუდის სკოლის თითოეული მოსწავლე სარგებლობს სერვისების გაერთიანებული პაკეტით:

  • ტრანსპორტირება „სახლიდან სახლამდე“;
  • კვება (დაწყებითი საფეხურისათვის - ორჯერადად, ხოლო უფროსკლასელებისათვის ერთჯერადად);
  • გახანგრძლივებული პროგრამა (მეცადინეობის დრო და საკონსულტაციო საათი საგნის მასწავლებელთან);
  • სკოლის აკადემიური ფორმა;
  • სკოლის სპორტული ფორმა;
  • სახელმძღვანელოები;
  • თემატური ექსკურსიები.

სწავლის ღირებულება - წელიწადში 12 000 ლარი

განაგრძეთ კითხვა

myquiz