როგორი ამინდი იქნება ხვალ, სწავლის დაწყების დღეს საქართველოში? | Allnews.Ge

როგორი ამინდი იქნება ხვალ, სწავლის დაწყების დღეს საქართველოში?

15 სექტემბერს საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი აღდგება. ბევრს აინტერესებს, როგორი ამინდი იქნება ამ დღეს საქართველოში.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, 15 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 15 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით. ზოგან დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 23-28 გრადუსის ფარგლებში იქნება, დასავლეთ საქართველოში კი 21-26 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 25 გრადუსამდე გათბება. უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

myquiz