წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება - რას აცხადებს გა­ნათ­ლე­ბისა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­? | Allnews.Ge

წელს სკოლის მიღმა 5 ათასზე მეტი ბავშვი რჩება - რას აცხადებს გა­ნათ­ლე­ბისა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­?

022-2023 სას­წავ­ლო წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­ნათ­ლე­ბას 5 183 ვერ მი­ი­ღებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან, სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მო­თხოვ­ნის სა­პა­სუ­ხოდ აც­ნო­ბეს, აქე­დან 4 362 ბავ­შვის შე­სა­ხებ არც სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის და არც ჯან­დაც­ვის და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლო­ბენ, 821 ბავ­შვს კი სწავ­ლა­ზე ხელი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო არ მი­უწ­ვდე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, უწყე­ბის მიერ სა­ა­გენ­ტოს­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ 2022 წლის 1-ელი აგ­ვის­ტოს მო­ნა­ცე­მე­ბით, "4,362 ბავ­შვი­დან უმე­ტე­სი მათ­გა­ნი არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ში, რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თზე არა­ვინ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას მათ შე­სა­ხებ, ან ნა­წილს არ აქვს რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი, ან რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა“.

"გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მი­სი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის ბავ­შვის დაც­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის/სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბით 1863 უკვე და­რე­გის­ტრირ­და სკო­ლა­ში და გახ­და მოს­წავ­ლე. მათ­გან 399 "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით ასა­კის შე­სა­ბა­მის კლა­სებ­ში, ხოლო 1464 პირ­ველ კლას­ში, რო­მელ­თა­გან სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნის დრო­ე­ბი­თი მი­ზე­ზი ძი­რი­თა­დად იყო სკო­ლა­ში მიყ­ვა­ნის და­ყოვ­ნე­ბა.

821 შემ­თხვე­ვა­ში ვერ ხერ­ხდე­ბა ზო­გად გა­ნათ­ლე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია. უმე­ტე­სი მათ­გა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გან­თავ­სე­ბუ­ლია ან პა­ლი­ა­ტი­უ­რი ზრუნ­ვის სერ­ვი­სებ­ში, ან უმ­ძი­მე­სი და მრავ­ლო­ბი­თი დარ­ღვე­ვე­ბის გამო ოჯახ­სა და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შე­უძ­ლებ­ლად მი­აჩ­ნი­ათ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში კი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის მოქ­მედ სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ში ჩარ­თვაც კი. სქე­სი­სა და ასა­კის მი­ხედ­ვით მეტ­ნაკ­ლე­ბად თა­ნა­ბა­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბაა.

4,362 პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით გაც­ნობთ, რომ უმე­ტე­სი მათ­გა­ნი არ არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა­ში, რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თზე არა­ვინ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას მათ შე­სა­ხებ, ან ნა­წილს არ აქვს რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი, ან რე­გის­ტრა­ცი­ის მი­სა­მარ­თი არის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა კვლავ გრძელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მო­ნა­ცე­მებს, 2022 წლის 1-ელი აგ­ვის­ტოს მდგო­მა­რე­ო­ბით, 1912 ბავ­შვი არ იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ან სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

გარ­და ამი­სა, მა­თი­ვე ცნო­ბით, 1446 შემ­თხვე­ვა­ში შეს­წორ­და სხვა­დას­ხვა უწყე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზებ­ში და­ცუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში გან­მარ­ტა­ვენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ბავ­შვე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბით, 150-მდე შემ­თხვე­ვა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტი არ იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, პრობ­ლე­მის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, 2022 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­გეგ­მი­ლია მო­ნი­ტო­რინ­გის მო­რი­გი ციკ­ლის ჩა­ტა­რე­ბა.

"სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის დრო­უ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის "ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სის" სა­ფუძ­ველ­ზე ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შექ­მნი­ლია ბავ­შვის დაც­ვი­სა და მხარ­და­ჭე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ორ­გა­ნო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი/სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ კარ­და­კარ ვი­ზი­ტებს და დე­ტა­ლუ­რად შე­ის­წავ­ლი­ან ბავ­შვთა უფ­ლებ­რივ მდგო­მა­რე­ო­ბას. ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დო­ნე­ზე კი და­გეგ­მი­ლია "სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის“ სის­ტე­მა­ტუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის დი­ნა­მი­კა­ში ვა­დევ­ნოთ თვა­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ 2020 წლის 10 სექ­ტემ­ბე­რის N573 დად­გე­ნი­ლე­ბით დამ­ტკიც­და "სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა“. პროგ­რა­მამ შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და ჩარ­თულ უწყე­ბებს შო­რის მო­ნა­ცე­მე­ბის გაც­ვლის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო 6-დან 16 წლის ასა­კის სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი მო­ზარ­დე­ბი.

იხილეთ სრულად

myquiz