როდის იწყება სწავლა საჯარო სკოლებში - სამინისტროს პასუხი მშობლებს | Allnews.Ge

როდის იწყება სწავლა საჯარო სკოლებში - სამინისტროს პასუხი მშობლებს

ვინაიდან 16 სექტემბერი კვირის ბოლო დღეა, ბევრ მშობელს გაუჩნდა შეკითხვა, სასწავლო პროცესის განახლების თარიღი ხომ არ ხომ არ დაგაიწევს ორშაბათამდე. სოციალურ ქსელში უკვე წერენ, რომ სწავლა ორშაბათიდან, 19 სექტემბრიდან დაიწყება.

ვინაიდან კითხვის ნიშნები და ვარაუდები გაჩნდა, საბოლოო პასუხის დასაზუსტებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ.

როგორც სამინისტროში გვითხრეს, არაფერი შეცვლილა და სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ამ ეტაპზე, სწავლის დაწყების თარიღში ცვლილება არ იგეგმება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz