რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა და რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი? | Allnews.Ge

რომელ საგანში დაიწერა ყველაზე მეტი უმაღლესი ქულა და რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.

ამ დოკუმენტის მიხედვით შეგვიძლია ვნახოთ, რომელ საგანში რამდენი მაქსიმალური ქულა დაიწერა, რომელ საგანში რამდენმა პროცენტმა ვერ გადალახა მინიმალური ზღვარი და რომელ საგანში ჩაიჭრა ყველაზე მეტი აბიტურიენტი.

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში ყველაზე ცოტა, აბიტურიენტთა 2,62% ჩაიჭრა. უმაღლესი 60 ქულა 64-მა აბიტურიენტმა აიღო.
  • ისტორიაში უმაღლესი 60 ქულა მხოლოდ 7-მა აბიტურიენტმა აიღო. ჩაიჭრა 6,68%.
  • მათემატიკაში უმაღლესი 51 ქულა მხოლოდ 19-მა აბიტურიენტმა აიღო. ჩაიჭრა 13,74%.
  • ინგლისურში უმაღლესი 80 ქულა 196-მა აბიტურიენტმა დაიმსახურა. ჩაიჭრა 6, 95%.
  • ბიოლოგიაში მაქსიმალური 70 ქულა სამმა აბიტურიენტმა აიღო. ზღვარი ვერ გადალახა 11, 23 პროცენტმა.

იხილეთ სრულად

myquiz