"ფიზიკურადაც ვშრომობდი, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი..." - გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა | Allnews.Ge

"ფიზიკურადაც ვშრომობდი, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი..." - გაიცანით ქართველი სტუდენტი, რომელმაც ბოსტონის უნივერსიტეტში სწავლის უფლება მოიპოვა

გი­ორ­გი ბელ­თა­ძე იმ ქარ­თველ რჩე­ულ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­ვდა, რო­მელ­მაც ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. ის და მისი მე­გობ­რე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მას შემ­დეგ გა­იც­ნო, რაც ქარ­თუ­ლი ჰიმ­ნი გა­აჟ­ღე­რეს მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

რა გზა გა­ი­ა­რა 19 წლის ოზურ­გე­თელ­მა ახალ­გაზ­რდამ ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტამ­დე, ამის შე­სა­ხებ იგი kvirispalitra.ge-სთან სა­უბ­რობს.

- და­ვამ­თავ­რე ოზურ­გე­თის ა.ა(ი)პ წ.გაბ­რი­ელ ეპირსკო­პო­სის სა­ხე­ლო­ბის სამ­რევ­ლო სკო­ლა 2020 წელს, სას­კო­ლო სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ინ­გლი­სუ­რი ენის შემ­სწავ­ლელ 2-წლი­ან კურ­სში Access რო­მე­ლიც P/H international ისა და ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბით დღემ­დე ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში. ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­სახ­ვედ­რად ჩა­ტარ­და კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც ასე­ვე P/H international-ისა და ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს ერ­თობ­ლი­ვი კონ­კურ­სი იყო. რამ­დე­ნი­მე სა­კონ­კურ­სო სა­ფე­ხუ­რის გავ­ლი­სა და ლექ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ჩაგ­ვი­ტარ­და სა­ფი­ნა­ლო გა­სა­უბ­რე­ბა, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 30 ბავ­შვი გა­მოვ­ლინ­და, ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში CELOP fundamentals of leadership პროგ­რა­მა­ში, ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, მით უმე­ტეს, ასე­თი დო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ ბა­თუ­მის ხე­ლოვ­ნე­ბის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კულ­ტუ­რის მე­ნე­ჯმენტზე.

- გი­ორ­გი, ინ­გლი­სუ­რი რო­გორ ის­წავ­ლე? ასე­თი ცოდ­ნა სკო­ლა­ში მი­ი­ღე?

- ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლის ინ­ტე­რე­სი ღრმა ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და. ჯერ კი­დევ 5 წლის ასა­კი­დან ვცდი­ლობ­დი, რომ მეს­წავ­ლა, რა თქმა უნდა, სკო­ლამ ამა­ში ხელი შე­მი­წყო და გა­ნა­ვი­თა­რა ჩემი სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა, თუმ­ცა­ღა, უნდა ვახ­სე­ნო, რომ P/H international-ის 2-წლი­ან­მა კურ­სმა სულ სხვა დო­ნე­ზე აიყ­ვა­ნა ჩემი სა­მე­ტყვე­ლო და გრა­მა­ტი­კუ­ლი დონე ინ­გლი­სურ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი მად­ლო­ბა ამ პროგ­რა­მის ორ მას­წავ­ლე­ბელს - ნა­დია ქარ­და­ვა­სა და ანი ნო­ზა­ძეს. მათ უდი­დე­სი შრო­მა ჩა­დეს თი­თო­ე­ულ "აქ­სე­სელ­ში" და მერ­წმუ­ნეთ, ყვე­ლა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია და ყო­ველ­დღი­უ­რად ავ­ლე­ნენ პო­ტენ­ცი­ალს თა­ვი­ანთ პრო­ფე­სი­ებ­სა თუ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.

- რო­გორ შეხ­ვდნენ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი შენს წარ­მა­ტე­ბას?

- რა თქმა უნდა, ემო­ცი­ებს ზღვა­რი არ ჰქონ­და, ყვე­ლა მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დით სა­ზე­ი­მო ზარს, მე­გობ­რე­ბი, მშობ­ლე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, გან­ვიც­დი­დით სა­წყი­სი ეტა­პი­დან­ვე და რაღა თქმა უნდა, წარ­მა­ტე­ბა­საც ერ­თად შევ­ხვდით, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნის­თვის ეს უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბაა და რომ არა მე­გობ­რე­ბის, მშობ­ლე­ბის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გვერ­დში დგო­მა, ასე­ვე, ასე­თი კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პრო­ექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა.

- გაგ­ვი­ზი­ა­რე ბოს­ტონ­ში ყოფ­ნით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი?

- ბოს­ტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტს რაც შე­ე­ხე­ბა და თვი­თონ ქა­ლაქს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კა­ში მე­სა­მე უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მე­თერ­თმე­ტე ად­გილ­ზეა, სტრუქ­ტუ­რა და მე­თო­დე­ბი საკ­მა­ოდ კარ­გია, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ რთუ­ლი, ამით იმის თქმა მინ­და, რომ ყვე­ლა მონ­დო­მე­ბულ ადა­მი­ანს აქვს აქ სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ქა­ლა­ქი შე­სა­ნიშ­ნა­ვია თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და ის­ტო­რი­ით...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz