გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურში მაქსიმალური ქულა მიიღეს | Allnews.Ge

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ინგლისურში მაქსიმალური ქულა მიიღეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებას განაგრძობს. დღეს აბიტურიენტებმა კიდევ ერთ ძირითად საგანში, უცხოურ ენაში გაიგეს საკუთარი ქულა. ტრადიციულად, ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, ვინც მაქსიმალური, 80 ქულის მიღება შეძლო:

მარიამ ჯაჭვლიანმა 61-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. ინგლისურ ენაში 80 ქულის მიღება შეძლო და ამბობს, რომ წარმატების მიღწევაში მრავალი ფაქტორი დაეხმარა:

- წარმატების მიღწევაში ოჯახის მხარდაჭერა ძალიან დამეხმარა. მყავდა კარგი მასწავლებელი, რომელსაც ჩემი სულ სჯეროდა. ასევე, უცხო ენები მიყვარს და ვფიქრობ, კარგად გამომდის. ვემზადებოდი, ფილმებს ძირითადად ინგლისურად ვუყურებ, სტატიებსაც ინგლისურად ვკითხულობ,

ასევე ვსაუბრობ ინგლისურად და ეს კარგი გამოცდილება იყო, რომ გამოცდაში მაქსიმალური შეფასება მიმეღო. გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ვაბარებ, ძალიან მიყვარს ეს საქმე და ვფიქრობ, ესეც დიდი სტიმული იყო.

ანანო ნეფარიძემ კი 157-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება და ინგლისურ ენაში 80 ქულა მიიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაშიც მაღალი შეფასება აქვს და 58 ქულის მიღება შეძლო:

- ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი და ეს ქულა ჩემი მასწავლებლის უდიდესი დამსახურებაა, რომელიც უამრავ საჭირო მასალას მუდმივად მაძლევდა. მეც ბევრს ვშრომობდი, თუმცა მისი გამხნევება და ის თავდაჯერებულობა, რაც ამ წლის განმავლობაში მივიღე, ძალიან დამეხმარა. ბედნიერი ვარ, რომ უნივერსიტეტში ასეთი შედეგით მივდივარ. გარდა პროგრამული საკითხებისა, ვფიქრობ, კარგი შედეგის მისაღწევად ინგლისურ ენაზე წიგნების კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, სტატისტის გაცნობაც საყურადღებოა, რათა ესეებში მყარი არგუმენტები გვქონდეს. ფილმების ინგლისურ ენაზე ყურებასაც საოცარი შედეგი მოაქვს. განაგრძეთ კითხვა

myquiz