გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური ქულა დაიმსახურეს | Allnews.Ge

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაში მაქსიმალური ქულა დაიმსახურეს

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა დღეს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის შე­დე­გი გა­ი­გეს.

შოთა ბა­რა­მაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­დან, ვინც უმაღ­ლე­სი 60 ქუ­ლი­დან 60-ვე აი­ღეს. შო­თამ თბი­ლი­სის მე-10 სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. მისი ის­ტო­რია გა­მორ­ჩე­უ­ლია იმი­თაც არის, რომ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, რო­დე­საც გა­მოც­დის წინა დღეს, კო­ვი­დი აღ­მო­აჩ­ნდა. ინერ­ვი­უ­ლა, დარ­დობ­და, რომ მთე­ლი შრო­მა წყალ­ში არ ჩაჰ­ყრო­და, თუმ­ცა კო­ვი­დიც და­ა­მარ­ცხა და და­მა­ტე­ბით გა­მოც­და­საც დიდი წარ­მა­ტე­ბით გა­უმკლავ­და. შოთა მო­მა­ვა­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რია, ამ ეტაპ­ზე კი მისი სა­მიზ­ნე თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ამ­ბობს, რომ მაქ­სი­მა­ლის­ტია, ამი­ტო­მაც მზად არის ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს ბო­ლომ­დე ჩაჰ­ყვეს და მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გიც და­დოს.

მა­რი­ამ ცხვე­დი­ა­ნი 52-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. სა­მარ­თალ­ზე აბა­რებს და ამ­ბობს, რომ კარ­გი შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში ბევ­რი ფაქ­ტო­რი და­ეხ­მა­რა:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს წელი ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი იყო და მეც მთე­ლი ენერ­გია ჩავ­დე, ვფიქ­რობ, ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი მი­უ­ძღვის მას­წავ­ლე­ბელს, რო­მელ­თა­ნაც ვემ­ზა­დე­ბო­დი. მისი უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ. გარ­და ამი­სა, მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის მი­ღე­ბა­ში და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვის­კენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი და­მეხ­მა­რა და სულ ვცდი­ლობ­დი, სა­კუ­თარ თავ­ზე მე­მუ­შა­ვა. ყვე­ლა სა­კითხს თა­ნა­ბარ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობ­დი. დედა მას­წავ­ლე­ბე­ლია და ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში მა­საც დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს. მამ­ხნე­ვებ­და და ყვე­ლა­ნა­ი­რად მეხ­მა­რე­ბო­და არა მარ­ტო რო­გორც მშო­ბე­ლი, არა­მედ რო­გორც მას­წავ­ლე­ბე­ლი".

ინო ცერ­ცვა­ძემ პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა და მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით სურს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. მა­ნაც გა­მოც­და­ში 60 ქუ­ლის მი­ღე­ბა შეძ­ლო:

'შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე. თუმ­ცა, მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, შე­საძ­ლებ­ლო­ბა მქონ­და, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაც გა­მე­ტა­რე­ბი­ნა დრო. ვფიქ­რობ, რომ გან­ტვირ­თვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ შრო­მის გა­რე­შე, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წევ­დი".

გა­ი­ცა­ნით სხვა მა­ღალ­ქუ­ლი­ა­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც

myquiz