რა შემთხვევაში გაგინულდებათ შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რამდენი ქულა უნდა დააგროვოთ გრანტისთვის - ხშირად დასმული შეკითხვები | Allnews.Ge

რა შემთხვევაში გაგინულდებათ შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და რამდენი ქულა უნდა დააგროვოთ გრანტისთვის - ხშირად დასმული შეკითხვები

აბიტურიენტებისათვის 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს დასრულდა და ახლა ყველა ელოდება შედეგების გამოქვეყნებას. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველ რიცხვებში ეტაპობრივად იგეგმება. იქამდე კი აბიტურიენტები საკუთარ ნაშრომებს განიხილავენ და ხშირად ნერვიულობენ, ხომ არ გაუნულდებათ შედეგი, ან რა შემთხვევაში მიიღებენ გრანტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებული ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვებიდან შევაგროვეთ ისინი, რომლებიც ახლა, შედეგების გამოქვეყნებამდე, აწუხებთ აბიტურიენტებს და პასუხების მიღებაც სურთ:

- გამსვლელი ზღვარი შეიცვალა თუ არა რომელიმე საგანში?

- გამსვლელი ქულის პროცენტული ზღვარი წელს არ შეცვლილა. ყველა საგანში აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი, ხოლო უცხოურ ენასა და მათემატიკაში 20%-ზე მეტი. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, გაზრდილია თუ არა რომელიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე გამსვლელი ქულის პროცენტული მაჩვენებელი.თუ ორ ან მეტ არჩევით საგანს აბარებთ და ერთ-ერთში ჩაიჭრებით, რა ხდება ამ დროს?თუ რომელიმე არჩევით საგანში ზღვარს ვერ გადალახავთ, ან გამოცდაზე არ გამოცხადდებით, შეინარჩუნებთ მეორე არჩევითი საგნით ჩარიცხვისა და გრანტის მიღების შესაძლებლობას.

- შეიცვალა თუ არა გრანტის განაწილების წესი? თუ არჩევით საგანში შედარებით დაბალ ქულას აიღებს აბიტურიენტი და დანარჩენ ორ საგანში მაღალს, გრანტის აღების შესაძლებლობას ინარჩუნებს იგი?

- გრანტის გაცემის წესი არ შეცვლილა. გრანტის განაწილება ხდება ძირითადი და არჩევითი საგნებით. მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია არჩევით საგანში მიღებული ქულა. თუ აბიტურიენტი ორ არჩევით საგანს აბარებს, მაშინ ის ორ საგრანტო კონკურსში მიიღებს მონაწილეობას და გრანტს მოიპოვებს იმ საგნით, რომლითაც უკეთესი დაფინანსების შანსი ექნება. თუ რომელიმე არჩევით საგანში ვერ გადალახა კომპეტენციის მინიმალური ზღვარი, ის ინარჩუნებს გრანტის მოპოვების შესაძლებლობას დანარჩენი სამი საგნის შედეგით.

- ქართულ ენასა და ლიტერატურაში კალიგრაფიის გამო თუ დაგვაკლდება ქულა?

- კალიგრაფიას არ ექცევა ყურადღება. მთავარია იკითხებოდეს ნაწერი და შესაძლებელი იყოს ტექსტის ამოკითხვა.

- ყველა პროგრამაზე თანაბრად გაიცემა გრანტი, თუ შესაძლოა რომელიმე პროგრამაზე არ დამაფინანსონ?

- 2022 წელსაც გაიცემა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სასწავლო გრანტები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პროგრამაზე ჩაირიცხება აბიტურიენტი. დაფინანსება არ გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევში, თუ პროგრამა არ არის აკრედიტებული.

განაგრძეთ კითხვა

myquiz