როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და უფასო ფაკულტეტების სია? | Allnews.Ge

როდის გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და უფასო ფაკულტეტების სია?

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასასრულს უახლოვდება. 22 ივლისს აბიტურიენტები ტესტს სამოქალაქო განათლებაში დაწერენ. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი იწყება, რადგანაც ყველა შედეგებს ელოდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნაშრომების გასწორება უკვე დაწყებულია. ვიკითხეთ, დაახოებით, როდიდან შეეძლებათ აბიტურიენტებს თავიანთი შედეგების ნახვა და როდის გამოქვეყნდება უფასო ფაკულტეტების სია:

"შედეგების გამოქვეყნება ივლისის ბოლოდან ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან დაიწყება. როგორც კი ნაშრომები სწორდება, ჩვენს გვერდზე მაშინვე იტვირთება. ამიტომ, ჯერჯერობით, უცნობია, რომელი გამოცდის შედეგი გამოქვეყნდება პირველი. უფასო ფაკულტეტებიც, ტრადიციულად, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება, ვიდრე აბიტურიენტებს პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა შეეძლებათ", - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

იქამდე კი შეგიძლიათ, კიდევ ერთხელ გადახედოთ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ ტესტებს.

myquiz