მოუწევთ თუ არა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას პირბადის ტარება და რა უნდა იქონიონ თან, რომ საგამოცდო პროცესზე დაუშვან? | Allnews.Ge

მოუწევთ თუ არა აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას პირბადის ტარება და რა უნდა იქონიონ თან, რომ საგამოცდო პროცესზე დაუშვან?

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე?

პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი.

სურვილის შემთხვევაში:

  • წყალი პლასტმასის ბოთლით;
  • საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე.წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით);
  • პირბადე.
  • გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის გამორთულ მდგომარეობაში შეტანა.
  • დამატებითი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.

წინა წელს კორონავირუსის გავრცელების გამო, სხვადასხვა რეგულაცია იყო დაწესებული, მათ შორის, აბიტურიენტებს უწევდათ პირბადის ტარება, თერნოსკრინინგის გავლა, დაცული იყო სოციალური დისტანცია და ასე შემდეგ. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, წელს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მოიხსნა, თუმცა, მათივე განმარტებით, ვრცელი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება, მათ შორის იმის შესახებაც, თუ როგორ და რა პაერიოდში ჩაუტარებენ იმ აბიტურიენტებს გამოცდებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ.

განაგრძეთ კითხვა

myquiz