"თუ ბავშვს ისე გავზრდით, რომ მხოლოდ სიკეთეს დაინახავს, ის შეიძლება ცხოვრებამ დაჩაგროს"- გია მურღულიას რჩევები მშობლებს | Allnews.Ge

"თუ ბავშვს ისე გავზრდით, რომ მხოლოდ სიკეთეს დაინახავს, ის შეიძლება ცხოვრებამ დაჩაგროს"- გია მურღულიას რჩევები მშობლებს

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია გადაცემაში "წითელი სკამი" ბავშვების საინტერესო შეკითხვებს პასუხობს და საუბრობს, როგორ უნდა აღზარდოს სკოლამ და მშობელმა ბავშვი სწორად - დაიცვას უარყოფითი გამოცდილებისგან და მოარგოს მას "ვარდისფერი სათვალე", თუ რეალობას შეახედოს? ზოგადად, რა უნარებია საჭირო წარმატებისთვის:

- ჩემს კოლეგებს ვეკითხებოდი - როგორ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ის ქვეყანა და წუთისოფელი დავანახოთ, როგორშიც გვინდა რომ იცხოვრონ თუ ვაჩვენოთ სამყარო ისეთი, როგორიც რეალურადაა?

მგონია, რომ მეორე გზას ალტერნატივა არ აქვს. დაანახე მეორე, ოღონდ არ დაავიწყო პირველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შენ ბავშვს ისე გაზრდი, რომ მხოლოდ სიკეთეს დაინახავს და ვერ ნახავს, რა საშიშროება შეიძლება ელოდოს ამ სიკეთეს, მაშინ ის შეიძლება ცხოვრებამ დაჩაგროს. ჩვენ გვინდა ისეთი ბავშვები, რომ მერე ცხოვრებამ დაჩაგროს? არა, ჩვენ კონკურენტუნარიანი ბავშვები გვჭირდება. მხოლოდ განათლება საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს. ამას მარტო მე არ ვამბობ - ბევრი კვლევა და ჩვენი ცხოვრება ადასტურებს.

მე ვიცნობ ბევრ, ჩემზე გაცილებით განათლებულ ადამიანს, რომლებსაც ცხოვრება არ და ვერ აეწყოთ. რბილად რომ ვთქვა, ისინი მთლად ბედნიერნი არ არიან. წარმატებისთვის სამი რამაა აუცილებელი: პირველი, ეს არის განათლება, ოღონდ ის საკმარისი არ არის. მეორე, უნარები. ეს უნარებია: ნებისყოფა, შეუპოვრობა, ალგორითმის გააზრების უნარი - თუ მიზანთან რამდენი ნაბიჯით უნდა მიხვიდე, რა თანმიმდევრობით უნდა გადადგა ეს ნაბიჯები. განაგრძეთ კითხვა

myquiz