გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი? - რას აცხადებს სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაზე | Allnews.Ge

გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი? - რას აცხადებს სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაზე

საქართველო ბოლონიის პროცესის ნაწილია, რომელიც თორმეტწლიან ზოგად განათლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განმარტება, თუმცა პერიოდულად კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მე-12 კლასის გაუქმება იგეგმება.

ასევე, ისიც, რომ დაგეგმილია დიფერენცირებულ სწავლებაზე გადასვლა. რამდენიმე მშობელმა მოგვმართა და გვითხრა, რომ სკოლებში ამ თემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მე-12 კლასი საერთოდ მოიხსნება და თითქოს ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ინფორმაციის გადასამოწმებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს:

"ჯერჯერობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის განხილვა არ მიმდინარეობს და არც ცვლილება იგეგმება. როგორც იცით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნებისმიერი სიახლის შესახებ წინასწარ აქვეყნებს ინფორმაციას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - გვითხრეს სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 12-წლიან სწავლებაზე 2008 წლიდან გადავიდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი განმარტებაა: განაგრძეთ კითხვა

myquiz