რომელ სტუდენტებზე გაიცემა 150 ლარიანი სახელმწიფო სტიპენდია ყოველთვიურად და ვის უნდა მიმართოთ მის მისაღებად | Allnews.Ge

რომელ სტუდენტებზე გაიცემა 150 ლარიანი სახელმწიფო სტიპენდია ყოველთვიურად და ვის უნდა მიმართოთ მის მისაღებად

წარმატებულ სტუდენტებზე სახელმწიფო სპეციალურ სტიპენდიებს გასცემს. იგი სემესტრულად გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში და თვეში 150 ლარს შეადგენს. ხოლო კონკრეტულ კრიტერიუმებს, თუ ვის გადასცენ იგი, თავად უნივერსიტეტები განსაზღვრავენ და წინასწარ წარუდგენენ სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ წლების წინ "პრეზიდენტის სტიპენდია" გაიცემოდა, თუმცა, როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ეს პროგრამა შეიცვალა და ახლა "სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს" ჰქვია, რომლისთვისაც ფული ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

თუმცა, გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებისა, შესაძლოა სტუდენტებს მუნიციპალიტეტების მიხედვით, დამატებით აფინანსებდნენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაშიც, კრიტერიუმებსა და გაცემის წესებს კონკრეტული მუნიციპალიტეტები ადგენენ და თუ ფიქრობთ, რომ წარმატებული სტუდენტი ხართ, შეგიძლიათ თქვენი ქალაქისა თუ რაიონული ცენტრის მერიას ან გამგეობას მიმართოთ.

რაც შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ისინი თავად ადგენენ სტიპენდიების გაცემის წესს.

როგორ გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სემესტრულად ერთ სტუდენტზე სტიპენდია 150 ლარს ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად გამოყოფს კონკრეტულ რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველსაყოფად.ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების საფაკულტეტო წესის მიხედვით, სტიპენდიით დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება სტუდენტთა აკადემიური მოსწრებისა (თითოეულ საგანში არანაკლებ 81 ქულის ა) და წინა სემესტრში შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე 100 ქულიანი სისტემით:

ა) აკადემიური მოსწრება - შეფასდება 80 ქულით, რომელიც გამოითვლება სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში, ასევე ამ წესის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, წინა სემესტრში სასწავლო კურსებში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით, რომელიც გამრავლდება 80–ზე და გაიყოფა 100–ზე.გარდა ამისა, სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელიც განსაზღვრული ქულებით ფასდება და დეტალური ინფორმაცია,

როგორ გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია ილიაუნში

"სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის ერთიან საუნივერსიტეტო რეიტინგში წარმატებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, მოიპოვონ სასწავლო სტიპენდია. ილიაუნის სტიპენდიატთა შერჩევა სასწავლო წლის განმავლობაში ხდება ორჯერ - სემესტრის დასაწყისში, გასული სემესტრის ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგის მონაცემების მიხედვით. ერთიანი საუნივერსიტეტო რეიტინგი წელიწადში 2-ჯერ, სტუდენტთა აკადემიური მოსწრების საფუძველზე დგება. სახელმწიფო სტიპენდია გადაეცემა ილიაუნის ყველაზე წარმატებულ იმ რაოდენობის სტუდენტებს, რა რაოდენობის სასტიპენდიო ადგილებიც გამოყო სახელმწიფომ. სტიპენდიის რაოდენობა ამ შემთხვევაშიც 150 ლარია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz