ვის შეუძლია უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე მოხვედრა და ვის დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო | Allnews.Ge

ვის შეუძლია უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე მოხვედრა და ვის დაუფინანსებს სწავლას სახელმწიფო

საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად არის შესაძლებელი. თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილია აბიტურიენტთა ის კატეგორიები, ვისაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე შეუძლიათ უნივერსიტეტებში მოხვედრა.რამდენიმემ დღის წინ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანება შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე კონკრეტულ უნივერსიტეტში მოხვედრას შეძლებენ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები.

ისინი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში - სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას შეძლებენ. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება აქვთ მხოლოდ იმ სპორტსმენებს, რომლებსაც ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ექნებათ მინიჭებული.

სწავლის გაგრძელების მსურველმა შესაბამისი განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიმართოს. უფრო კონკრეტულად, რა ტიპის დოკუმენტების წარდგენა დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ოფიციალურ დოკუმენტში იხილოთ:

უგამოცდოდ უნივერსიტეტებში მოხვედრა შესაძლებელია ასევე შემდეგი პირებისთვის:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში) და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
  • მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

განაგრძეთ კითხვა

myquiz