როცა მოზარდი არ სწავლობს - ფსიქოლოგი განმარტავს, რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ დროს | Allnews.Ge

როცა მოზარდი არ სწავლობს - ფსიქოლოგი განმარტავს, რა არის ყველაზე ხშირი მიზეზი და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ დროს

ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის" მიერ დამზადებულ ვიდეო ბლოგში აქტუალურ თემაზე საუბრობს და განიხილავს, რატომ არ სურთ ხოლმე მოზარდებს სწავლა, რა იწვევს მოტივაციის დაქვეითებას და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ასეთ დროს:

- როცა მოზარდი არ სწავლობს... ეს არის შეკითხვა, რომელსაც მოზარდის მშობლები ძალიან ხშირად სვამენ - რა ვქნათ, სწავლა ხომ მნიშვნელოვანია, აუცილებლად ხომ უნდა დააგროვოს რაღაც ცოდნა და ასე შემდეგ.მშობელი ძალიან ყურადღებით უნდა იყოს იმასთან მიმართებაში, თუ რა აკადემიური ან ნებისმიერი სხვა უნარი აქვს მის შვილს. მას საკმაოდ დიდი დრო აქვს, მოზარდობამდე გაარკვიოს, რა გამოსდის კარგად მის შვილს, რა მოსწონს, რა სიამოვნებს.

როცა ეს გაირკვევა, საკუთარ თავთან დასვას შეკითხვა, მისთვის მნიშვნელოვანია, მისი შვილი იყოს ბედნიერი, წარმატებული და რეალიზებული კონკრეტული მიმართულებით, თუ მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ის გეგმა, რომელიც მშობელმა შვილთან მიმართებაში დასახა. ცხადია, რომ გეგმა, რომელიც შვილთან მიმართებაში დასახა და მშობლის სურვილებს ასახავს, ყოველთვის არ ამართლებს და არც გაამართლებს იმიტომ, რომ ბავშვი არის პიროვნება, ინდივიდი და ვერაფრით იქნება ვერც მშობლის ასლი, ვერც მისი მოლოდინების ზუსტი შესატყვისი. ეს არის ის მთავარი თემა, რომელიც მშობელმა აუცილებლად უნდა გაიაზროს. რიგ შემთხვევებში მათ სპეციალისტთან კონსულტაციაზე, თერაპიაზე მისვლა სჭირდებათ. "მე გადავყვიტე, ასე უნდა იყოს, მუსიკაზე უნდა იაროს, ამდენი უნდა ისწავლოს" - ამ როლიდან მშობლები ხშირად ვერ გამოდიან.

როგორც კი მშობელი ამ ყველაფერს კარგად გაიაზარებს და თვალწინ "დაილაგებს" იმ უნარებსა და შესაძლებლობებს, რაც მის შვილს აქვს, რაც გამოსდის და რაც მოსწონს კეთების დროს, მივიღებთ წინაპირობას იმისთვის, რომ ბავშვი იყოს ადეკვატურად განათლებული, ბედნიერი და ფსიქიკურად ჯანმრთელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში, ზედმეტი ძალისხმევა, თითის ქნევა, ყვირილი, აქცენტების კეთება ძალადობრივი გამოხტომებით, კომუნიკაციის გართულება, მინიმუმამდე დავა და ჯანსაღი ურთიერთობა წარიმართება.

განაგრძეთ კითხვა

myquiz