რამდენი დღით დაისვენებენ მოსწავლეები სააღდგომოდ და როდის დასრულდება სასწავლო წელი? | Allnews.Ge

რამდენი დღით დაისვენებენ მოსწავლეები სააღდგომოდ და როდის დასრულდება სასწავლო წელი?

სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრი 17 იანვრიდან დაიწყო. სასწავლო პროცესის დასრულებამდე კი რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:

  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე, თუმცა წელს ის შაბათ დღეს ემთხვევა.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღესაგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

myquiz