რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა 2024 წლიდან? | Allnews.Ge

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს ბაღის აღმზრდელ-პედაგოგმა 2024 წლიდან?

2024 წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება და უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნა გახდება. საქართველოს მთავრობამ სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები 2017 წელს დაამტკიცა, სადაც აღნიშნული საკითხიცაა გაწერილი.

კერძოდ, აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

  • ფლობდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
  • ფლობდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ფსიქოლოგიის, ხელოვნების მიმართულებით და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
  • აკმაყოფილებდეს მასწავლებლის განათლებისათვის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

ასევე, გაწერილია მისი პროფესიული მახასიათებლებიც:

  • აღმზრდელ-პედაგოგი ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით წარმართავს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესს.აღმზრდელ-პედაგოგს შეუძლია, უზრუნველყოს ბავშვზე ორიენტირებული, ბავშვისადმი კეთილგანწყობილი და ბავშვის მოტივაციისკენ მიმართული სააღმზრდელოსაგანმანათლებლო პროცესი.
  • აღმზრდელ-პედაგოგი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისას ითვალისწინებს ჰუმანურობის, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებს.
  • აღმზრდელ-პედაგოგი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი და ობიექტურია, ავლენს ემპათიას, იცავს ეთიკის ნორმებს.აღმზრდელ-პედაგოგი ავლენს ბავშვის მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობის უნარს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz