როდის იწყება და რამდენ ხანს გასტანს საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში | Allnews.Ge

როდის იწყება და რამდენ ხანს გასტანს საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

სასწავლო პროცესის დასრულებამდე რამდენიმე ოფიციალური უქმე დღეა დარჩენილი, რა დროსაც მოსწავლეები დაისვენებენ:

  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

რაც შეეხება საგაზაფხულო არდადეგებს, ის 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლითგაგრძელდება.

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

myquiz