როგორია ინფიცირების მაჩვენებელი მასწავლებლებსა და მოსწავლეებში - განათლების სამინისტრო ინფორმაციას აქვეყნებს | Allnews.Ge

როგორია ინფიცირების მაჩვენებელი მასწავლებლებსა და მოსწავლეებში - განათლების სამინისტრო ინფორმაციას აქვეყნებს

2021-22 სას­წავ­ლო წლის გა­ზა­ფხუ­ლის სე­მესტრი სკო­ლებ­ში 17 იან­ვარს გა­ნახ­ლდა. ბოლო კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სი მას­წავ­ლე­ბელ­თა 0,8%-ს, ხოლო მოს­წავ­ლე­ე­ბის 0,1%-ს და­უ­დას­ტურ­და.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ვი­დის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შიდა გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სკო­ლე­ბი კვლავ ჯან­დაც­ვის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბენ და ცალ­კე­უ­ლი კლა­სი ან სკო­ლა მყი­სი­ე­რად გა­და­დის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე.

ამ ეტაპ­ზე დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბა სრუ­ლად 21 სკო­ლა, ხოლო 84 ცალ­კე­უ­ლი კლა­სი. სწავ­ლე­ბის დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში წარ­მარ­თვის სურ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რის­კის ჯგუ­ფის 80-მა მას­წავ­ლე­ბელ­მა გა­მოთ­ქვა.

დღე­ი­სათ­ვის აც­რი­ლია მას­წავ­ლე­ბელ­თა და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 73.5%. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­მი­ნის­ტრო კვლავ აძ­ლევს მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი დას­წრე­ბი­თი და დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მას შო­რის.

ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის შევ­სე­ბა/რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ბმულ­ზე https://online.emis.ge ყო­ველ ხუთ­შა­ბათს 00:00 – 18:00 სა­ა­თის შუ­ა­ლედ­ში. ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია შე­სა­ბა­მი­სი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბით, თერ­მოსკრი­ნინ­გის აპა­რა­ტე­ბი­თა და დე­ზო­ბა­რი­ე­რე­ბით. ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს Covid-19-ზე მას­წავ­ლე­ბელ­თა ტეს­ტი­რე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის კვლავ გა­ნაგ­რძობს სკო­ლებ­ში სის­ტე­მა­ტურ მო­ნი­ტო­რინგს მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თათ­ვის უსაფრ­თხო გა­რე­მოს უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

myquiz