იგეგმება თუ არა ონლაინსწავლებაზე გადასვლა და რას ამბობენ განათლების სამინისტროში არსებულ მდგომარეობაზე? | Allnews.Ge

იგეგმება თუ არა ონლაინსწავლებაზე გადასვლა და რას ამბობენ განათლების სამინისტროში არსებულ მდგომარეობაზე?

საქართველოში კოვიდ-19-ის მზარდი სტატისტიკაა და სამწუხაროდ, ვირუსით ყოველდღიურად ათობით მოქალაქე იღუპება. კოვიდ-19 ვრცელდება სკოლებსა და ბაღებშიც და პერიოდულად, არსებული რეკომენდაციების მიხედვით, იკეტება კონკრეტული სკოლა, ბაღი თუ ცალკეული კლასი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ვიკითხეთ, როგორია სტატისტიკა, ბოლო მონაცემებით, რამდენი სკოლა და კლასია დისტანციურ სწავლებაზე გადასული და ხომ არ იგეგმება ონლაინსწავლებაზე გადასვლა ან რეგულაციების გამკაცრება:

"ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 190 სკოლა და 442 ცალკეული კლასი. პანდემიის მართვა წერტილოვნად გრძელდება", - გვითხრეს სამინისტროში.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, დღეის მდგომარეობით, 76 ბაღია დახურული.

რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრებასა თუ დამატებას, აღნიშნულ საკითხს საკოორდინაციო საბჭო ეპიდსიტუაციის მიხედვით იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას საზოგადოებას პერიოდულად აცნობებს.

myquiz