რომელია 10 ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტი მსოფლიოში | Allnews.Ge

რომელია 10 ყველაზე ძვირადღირებული უნივერსიტეტი მსოფლიოში

საუკეთესო კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში მოხვედრა ყველა მშობლისა და აბიტურიენტის ოცნებაა. ნაწილი მიზანს აღწევს და მსოფლიოში ცნობილ, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას. თუმცა, ეს ყველაფერი ნამდვილად ძვირი სიამოვნებაა.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ და ამავდროულად ძვირადღირებულ უნივერსიტეტებს:

სტენფორდის უნივერსიტეტი, სანტა კლარა, კალიფორნია

ფაკულტეტებისა და სპეციალობების მრავალფეროვანი ჩამონათვალის მიუხედავად, აერონავტიკადან დაწყებული საინჟინრო ფიზიკით დამთავრებული, სტენფორდის უნივერსიტეტი ასევე გამოირჩევა იმით, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს ასაქმებს სილიკონის ველში.

სტუდენტებს არა მხოლოდ ულამაზესი გარემო აქვთ შექმნილი, არამედ სტენფორდის დიპლომით თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში გზა ყველგან ხსნილი აქვთ. წლიური სწავლის საფასური სტენფორდში 51,000 დოლარია.

დიუკის უნივერსიტეტი, დურჰემი, ჩრდილოეთ კაროლინა

დიუკის უნივერსიტეტი 1838 წელს დაარსდა. დიდი კამპუსი 8,600 ჰექტარზეა განთავსებული და ერთ -ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება. წლიური სწავლის საფასური დაახლოებით, 55,000 დოლარია.

CBS News-ის თანახმად, უნივერსიტეტმა გადაწყვიტა პანდემიის ფონზე სტუდენტთა აქტივობა და დასვენება შეამციროს.

ETH ციურიხი - შვეიცარიის ფედერალური ინსტიტუტი

ETH შვეიცარიის ფედერალური მთავრობის მიერ 1854 წელს დაარსდა. უნივერსიტეტი დიდი ხანია ემსახურება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სრულყოფის ეროვნულ ცენტრს. წლიური სწავლის საფასური დაახლოებით 60,000 აშშ დოლარია.

ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი

გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში სწავლის წლიური ღირებულება დაახლოებით, 62,000 დოლარია.

ოქსფორდში არის უძველესი საუნივერსიტეტო მუზეუმი და მსოფლიოში უდიდესი საუნივერსიტეტო პრესა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz