"თა­ვი­სუ­ფა­ლი, არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო იზი­დავს ახ­ლან­დელ თა­ო­ბას" - ქართველი მასწავლებლის საერთაშორისო წარმატება | Allnews.Ge

"თა­ვი­სუ­ფა­ლი, არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო იზი­დავს ახ­ლან­დელ თა­ო­ბას" - ქართველი მასწავლებლის საერთაშორისო წარმატება

ქარ­თვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის კი­დევ ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა - თბი­ლი­სის სერ­ვან­ტე­სის სა­ხე­ლო­ბის გიმ­ნა­ზია "აია-ჯეს­სის“ გე­ოგ­რა­ფი­ის და ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­ნა ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი მას­წავ­ლებ­ლის გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს (Global Teacher Award) გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ის მე­სა­მე მას­წავ­ლე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან, ვინც აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა.

Global Teacher Award-ი ინ­დო­ეთ­ში იმარ­თე­ბა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს. პან­დე­მი­ის გამო, წელს კონ­კურ­სი ონ­ლა­ინ­ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­და. გარ­და ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მარ­ჯვე­ბი­სა, მა­რი­ნა ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლი კი­დევ არა­ერ­თი სა­პა­ტიო ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია. გა­სულ წელს მსოფ­ლიო მშვი­დო­ბის ინ­სტი­ტუტ­მა მას "მსოფ­ლი­ოს მშვი­დო­ბის ელჩი მას­წავ­ლებ­ლის“ წო­დე­ბა მი­ა­ნი­ჭა. წელს კი "მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნულ ჯილ­დო­ზე“ წარ­დგე­ნილ ათ სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს შო­რის მოხ­ვდა.

მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ Ambebi.ge -ს ესა­უბ­რა.

maswavlebeli21-35002-1631175462.jpg

- რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და ელო­დით თუ არა გა­მარ­ჯვე­ბას?

- ძა­ლი­ან მინ­დო­და ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. 24 - წლი­ა­ნი პე­და­გო­გი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და, გე­ოგ­რა­ფი­ა­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მაქვს, ხოლო ინ­ჟი­ნე­რი­ა­სა და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში - დოქ­ტო­რის. ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თან რაც მთა­ვა­რია, კარ­გი შე­დე­გე­ბით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ვე­ცი თავს უფ­ლე­ბა, ბედი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­კურ­სშიც მე­ცა­და. Global Teacher Award -ზე ძი­რი­თა­დად, რა­საც ითხოვ­დნენ, ეს იყო გა­მოც­დი­ლე­ბა. უნდა გა­დაგ­ვეგ­ზავ­ნა ჩვე­ნი მიღ­წე­ვე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და ა.შ. სულ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­კურ­სი და სი­მარ­თლე გი­თხრათ, გა­მარ­ჯვე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. ეს ნამ­დვი­ლად იყო სრუ­ლი შოკი.

მე­გობ­რებ­მა რომ გა­ი­გეს, ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე დავ­რე­გის­ტრირ­დი, მირ­ჩი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, "მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს" კონ­კურ­სშიც მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე და მოვ­ხვდი კი­დეც 10 სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელს შო­რის. და­ჯილ­დო­ე­ბა 5 ოქ­ტომ­ბერს იქ­ნე­ბა.

- რო­გო­რია თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის სტი­ლი? რა გა­მო­გარ­ჩევთ სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან?

- პი­როვ­ნუ­ლად ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი და მე­გობ­რუ­ლი ვარ. წლე­ბის წინ, რო­დე­საც სკო­ლა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან მკაც­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - თუ მკაც­რი არ ხარ, ბავ­შვს ვერ და­ი­ჭერ, შე­დეგ­ზე ვერ გახ­ვა­ლო. ეს ნამ­დვი­ლად არ არის სი­მარ­თლე. თა­ნა­მედ­რო­ვე თა­ო­ბა იმ­დე­ნად გა­ნათ­ლე­ბუ­ლია, მას­წავ­ლებ­ლის­გან უკვე სხვა რა­მეს მო­ი­თხოვს - გან­სხვა­ვე­ბულ, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ერ მიდ­გო­მებს. ვფიქ­რობ, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი, არა­ფორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო იზი­დავს ახ­ლან­დელ თა­ო­ბას. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბით რომ გი­თხრათ, სწო­რედ ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის წყა­ლო­ბით გავ­დი­ვარ სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბამ­დე, რაც იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ ჩემი მოს­წავ­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ. თუმ­ცა რად­გან ვამ­ბობ, რომ ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ვმე­გობ­რობ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ გაკ­ვე­თილ­ზე დის­ციპ­ლი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბაა. შე­იძ­ლე­ბა საკ­ლა­სო ოთახ­ში ბუ­ზის გაფ­რე­ნის ხმაც კი გა­ი­გო­ნოთ, იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს გაკ­ვე­თი­ლი.

maswavlebeli1-34958-1631175571.jpg

- რა მიღ­წე­ვე­ბი ჰქო­ნი­ათ თქვენ მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში?

- ყო­ველ­წლი­უ­რად მრა­ვა­ლი ოლიმ­პი­ა­და ტარ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად შა­ბათ-კვი­რა­საც ვიკ­რი­ბე­ბით სკო­ლა­ში, არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში და ამას ყვე­ლა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვა­კე­თებთ. უამ­რა­ვი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მე­და­ლო­სა­ნი, ფი­ნა­ლის­ტი, ხუ­თე­უ­ლის თუ ათე­უ­ლის წევ­რი მოს­წავ­ლე­ე­ბი მყავს. მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებთ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან საგ­ნობრვ ოლიმ­პი­ა­დებ­შიც და კარ­გი შე­დე­გე­ბით ვამ­თავ­რებთ. პან­დე­მი­ამ და ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­მა გვი­ბიძ­გა იმის­კენ, რომ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ონ­ლა­ინ­კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შე­ვერ­თე­ბო­დით ამა თუ იმ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს. ასე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის წყა­ლო­ბით, მათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი უნა­რე­ბი უვი­თარ­დე­ბათ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, თვით­გა­მო­ხატ­ვის თუ სხვა მხრივ. ბოლო დროს ლატ­ვი­ას­თან და შვე­დეთ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ყო­ველ წელს მიგ­ვყავ­და იქ მოს­წავ­ლე­ე­ბი და ვი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას პრო­ექ­ტებ­ში, თუმ­ცა პან­დე­მი­ამ ხელი შეგ­ვი­შა­ლა და ბოლო ორი წე­ლია, ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ზე გა­და­ვერ­თეთ.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის ის მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე ყოფა უყე­ნებს მას­წავ­ლებ­ლებს?

- ყვე­ლა­ფე­რი ელ­ვის სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბა და ჩვენც უნდა ავუ­წყოთ ამას ფეხი. ახალ­გაზ­რდე­ბი ბევ­რად მე­ტად არი­ან გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლე­ბი ტექ­ნი­კა­ში, ვიდ­რე მას­წავ­ლებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი. ეს გა­მოწ­ვე­ვა ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. ბევ­რს გა­უ­ჭირ­და, მა­გა­ლი­თად, "ზუმ­ზე“ და "თიმსზე“ გა­და­წყო­ბა და ამ პლატ­ფორ­მე­ბი­დან სწავ­ლე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ასა­კო­ვან თა­ო­ბას. სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვით, გა­დამ­ზა­დე­ბის აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ერთ-ერთი ტრე­ნე­რი გახ­ლა­ვართ. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი გა­მოწ­ვე­ვა, რა­საც ადა­მი­ა­ნი ვერ გა­არ­თმევს თავს, ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში, მთა­ვა­რია სურ­ვი­ლი და მონ­დო­მე­ბა და ყვე­ლა­ფე­რის დაძ­ლე­ვა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

maswavlebeli3-35024-1631175626.jpg

- რა არის თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო და რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემ­დით მას­წავ­ლებ­ლებს?

- ამ კი­თხვა­ზე მახ­სენ­დე­ბა კონ­ფუ­ცის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მო­ნათ­ქვა­მი: აკე­თე ის საქ­მე, რაც გიყ­ვარს და არ და­იღ­ლე­ბი. თუ გიყ­ვარს შენი საქ­მე, რო­გორც არ უნდა და­ი­ღა­ლო, მა­ინც არ გბეზ­რდე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად იხარ­ჯე­ბი და შე­დეგ­საც აღ­წევ. სკო­ლა­ში რომ შევ­დი­ვარ, მოს­წავ­ლე­ე­ბი რომ გარს შე­მო­მეხ­ვე­ვი­ან და და­იყ­ვი­რე­ბენ, - მარი მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ვი­დაო, ამ სი­ხა­რულს ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, ამის­თვის ღირს ყვე­ლა­ფე­რი.

ambebi.ge

myquiz