როდის დაიწყებენ პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში - განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება | Allnews.Ge

როდის დაიწყებენ პირველკლასელები სწავლას საკლასო ოთახებში - განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ტენ­დენ­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სკო­ლე­ბის დიდ ნა­წილ­ში 4 ოქ­ტომ­ბრი­დან სწავ­ლა საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ველკ­ლა­სე­ლებს - ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პირ­ველკ­ლა­სე­ლებ­მა სწავ­ლა არა 15 სექ­ტემ­ბერს დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში, არა­მედ 4 ოქ­ტომ­ბერს, დას­წრე­ბით ფორ­მატ­ში, საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და­ი­წყონ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებს, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სწავ­ლის და­წყე­ბის მო­მენ­ტის­თვის 4%-ზე და­ბა­ლი იქ­ნე­ბა.აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეფუძ­ნე­ბა პე­და­გო­გი­კურ მო­საზ­რე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად პირ­ველკ­ლა­სელ­თა პირ­ვე­ლი სას­კო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა უმ­ჯო­ბე­სია წა­რი­მარ­თოს საკ­ლა­სო გა­რე­მო­ში, თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

-0:00 შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლე­ბი, პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი და უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი 15 სექ­ტემ­ბერს სწავ­ლას დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში და­ი­წყე­ბენ და ამ ფორ­მა­ტით სწავ­ლა 4 ოქ­ტომ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო შემ­დეგ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე 4 ოქ­ტომ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით იმ­სჯე­ლებს. ასე­ვე, 4 ოქ­ტომ­ბრის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, იმ სოფ­ლებ­სა და ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-ზე ქვე­მოთ ჩა­მო­ვა, დის­ტან­ცი­უ­რი რე­ჟი­მი მო­იხ­სნე­ბა და სწავ­ლა გაგ­რძელ­დე­ბა დას­წრე­ბულ ფორ­მატ­ში.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო წინა სე­მესტრის მსგავ­სად ამ შემ­თხვე­ვა­შიც მაქ­სი­მა­ლუ­რად მოქ­ნილ სის­ტე­მას შეს­თა­ვა­ზებს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას. კერ­ძოდ, სკო­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი დას­წრე­ბულ და დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას შო­რის. ცხა­დია, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვრცელ­დე­ბა პირ­ველკ­ლა­სე­ლებ­ზეც", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

myquiz