ქართული უნივერსიტეტები 1201-ე ადგილზე - რომელი უმაღლესი სასწავლებლები შევიდა მსოფლიო რეიტინგის Top - ათეულში? | Allnews.Ge

ქართული უნივერსიტეტები 1201-ე ადგილზე - რომელი უმაღლესი სასწავლებლები შევიდა მსოფლიო რეიტინგის Top - ათეულში?

გერ­მა­ნულ­მა რა­დი­ო­სად­გურ­მა "დო­ი­ჩე ვე­ლემ“ (Deutsche Welle) გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის (უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის) რე­ი­ტინ­გის შე­სა­ხებ 2022 წლი­სათ­ვის (World University Rankings® 2022), რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნულ­მა ჟურ­ნალ­მა The Times Higher Education-მა შე­ად­გი­ნა.

ტოპ-ათე­ულ­ში შე­ვი­და აშშ-ის 8 და დიდი ბრი­ტა­ნე­თის 2 უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

1. ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი);

2. კა­ლი­ფორ­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (აშშ);

3. ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

4. სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

5. კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (დიდი ბრი­ტა­ნე­თი);

6. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი (აშშ);

7. პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

8. კა­ლი­ფორ­ნი­ის (ბერკლის) უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

9. იე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ);

10. ჩი­კა­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ).

ტოპ-20-ში შე­ვი­და პე­კი­ნის და ცი­ნჰუ­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი (ორი­ვე - მე-16 ად­გი­ლი).

ტოპ-100-ში მოხ­ვდა გერ­მა­ნი­ის მი­უ­ნ­ჰე­ნის ლი­უდ­ვიგ მაქ­სი­მი­ლი­ა­ნის სახ. უნი­ვერ­სი­ტე­ტი (32-ე ად­გი­ლი), მი­უ­ნ­ჰე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი (38-ე ად­გი­ლი), ჰა­ი­დელ­ბერ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (42-ე ად­გი­ლი).

ტოპ-200-ში მოხ­ვდა მოს­კო­ვის მი­ხე­ილ ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (158-ე ად­გი­ლი). სა­ერ­თოდ, რე­ი­ტინ­გში რუ­სე­თის 60-მდე სას­წავ­ლე­ბე­ლია შე­ტა­ნი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან რე­ი­ტინ­გში შე­ტა­ნი­ლია ორი - თბი­ლი­სის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი (ორი­ვე 1201-ე ად­გი­ლი).

რო­გორც რე­ი­ტინ­გის შემ­დგენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, სა­ერ­თო სი­ა­ში აშშ-ის 183 უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია შე­ტა­ნი­ლი, ტოპ-200-ში კი 57 უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ანუ ყვე­ლა­ზე მეტი სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით), თუმ­ცა ელი­ტურ ჯგუფ­ში ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის წილი მცირ­დე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ტოპ-ათე­ულ­ში შე­ტა­ნი­ლი უნი­ვერ­სი­ტი­ტე­ტე­ბი­დან ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტი (აშშ) აღი­ა­რე­ბუ­ლია ლი­დე­რად სწავ­ლე­ბის სა­კი­თხში, ხოლო ოქსფორ­დის (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) - კვლე­ვე­ბის დარ­გში.

მიმ­დი­ნა­რე წელს შედ­გე­ნილ რე­ი­ტინ­გში ახა­ლი ქვეყ­ნე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ: აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ეკ­ვა­დო­რი, ეთი­ო­პია, ფიჯი, ტან­ზა­ნია, აგ­რეთ­ვე პა­ლეს­ტი­ნის ავ­ტო­ნო­მია.

რე­ი­ტინ­გი ეყ­რდნო­ბა ეფექ­ტუ­რო­ბის 13 მაჩ­ვე­ნე­ბელს, რომ­ლი­თაც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მუ­შა­ო­ბა ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა: სწავ­ლე­ბა, კვლე­ვა, ცოდ­ნის გა­და­ცე­მის მე­თო­დე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო პერ­სპექ­ტი­ვა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლის შედ­გე­ნი­სას გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი იქნა 108 მი­ლი­ონ­ზე მეტი და­მოწ­მე­ბა (მი­თი­თე­ბა) 14 მი­ლი­ონ სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, აგ­რეთ­ვე პა­სუ­ხე­ბი იმ ან­კე­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც 22 ათას მეც­ნი­ერს და­უ­რიგ­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში.

myquiz