ვაჟა-ფშაველას გენიალური შეგონებები, რომლებიც ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას | Allnews.Ge

ვაჟა-ფშაველას გენიალური შეგონებები, რომლებიც ზუსტად ასახავს საქართველოს დღევანდელ რეალობას

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის კლა­სი­კო­სის, გე­ნი­ო­სი პო­ე­ტის, მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და მო­აზ­როვ­ნის, ვაჟა-ფშა­ვე­ლას დაბადებიდან 160 წელი შესრულდა.

გავრცელებული ვერსიის თანახმად ვაჟა-ფშაველა დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს, თუმცა 1912 წელს „სახალხო გაზეთში“ გამოქვეყნებულ ვაჟასავე წერილში მითითებულია, რომ დაიბადა ძვ. სტილით 1862 წლის 15 მაისს (ახ. სტილით 27 მაისი). ჩარგალში 14 ივლისს ვაჟას შემოქმედების თაყვანისმცემლები ვაჟაობას აღნიშნავენ და გენიალური კლასიკოსი მწერლის ხსოვნას და მემკვიდრეობას მიაგებენ პატივს.

ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები ბევრ სხვა ღირ­სე­ბებ­თან ერ­თად იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ დროს უს­წრებს - ავ­ტო­რის ყო­ვე­ლი ფრა­ზა დღეს და­წე­რი­ლი­ვით ახა­ლია...

ამ­ჯე­რად, წიგ­ნი­დან - "ვაჟა-ფშა­ვე­ლას ფრა­ზე­ბი და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი", რომელიც მისი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბი­დან ამოკ­რე­ბი­ლი სხვა­დას­ხვა გა­მო­ნათ­ქვა­მის­განაა შექ­მნი­ლი, რამ­დე­ნი­მე გე­ნი­ა­ლურ ფრა­ზას გაგახსენებთ:

  • "ათი­სა და ოცის კა­ცის ავა­ზა­კო­ბა ისე ვერ და­ა­ზი­ა­ნებს ერის ცხოვ­რე­ბას, რო­გორც სხვაგ­ვა­რი ავა­ზა­კო­ბა ათა­სი­სა და ორი ათა­სი­სა: პირ­ველთ ად­ვი­ლად ვი­შო­რებთ თა­ვი­დან, ავა­ზა­კებს ვე­ძა­ხით, ვსდევ­ნით, რო­გორც ცო­ფი­ან ძაღ­ლებს, ვე­ტე­ვე­ბით თო­ფით და ხმლით, მო­საკ­ლა­ვად არა ვზო­გავთ, ხოლო მე­ო­რე ჯუ­რის ავა­ზა­კებს ვძმო­ბი­ლობთ და ვე­მოყვრე­ბით".
  • "ყვე­ლა ერი თა­ვის ცე­ცხლს უკე­თებს და თა­ვის კერძს ჩას­ცქე­რის და სხვის­თვის ხე­ი­რი იმ­დე­ნად უნდა, რამ­დე­ნა­დაც თა­ვად გა­მო­ად­გე­ბა იგი. მხო­ლოდ ერთ ნა­წილს ქარ­თვე­ლე­ბი­სას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუ­სე­თი­სა­გან ისი­ნი მო­ე­ლი­ან წყა­ლო­ბას. აბა, სა­ი­დან სადა? ნუთუ რუ­სე­თი არ არის სა­ში­ში მე­ზო­ბე­ლი ჩვენ­თვის? ნუ ჰგო­ნი­ათ, რომ ბა­ტო­ნო­ბის მის­წრა­ფე­ბა და სურ­ვი­ლი და­მო­ნე­ბულ მცი­რე ერე­ბი­სა შე­უმ­ცირ­დე­ბა რუ­სეთს? არა და ცხრა­ჯერ არა".
  • "ზოგს ჰგო­ნია, რომ ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კოს­მო­პო­ლი­ტიზმს, მაგ­რამ ეს შეც­დო­მაა. ყო­ვე­ლი ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი კოს­მო­პო­ლი­ტია ისე, რო­გორც ყო­ვე­ლი გო­ნი­ე­რი კოს­მო­პო­ლი­ტი (და არა ჩვე­ნე­ბუ­რი) პატ­რი­ო­ტია... კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი ასე უნდა გვეს­მო­დეს: გიყ­ვარ­დეს შენი ერი, შენი ქვე­ყა­ნა, იღ­ვა­წე მის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ნუ გძულს სხვა ერე­ბი და ნუ გშურს იმათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ნუ შე­უშ­ლი იმათ მის­წრა­ფე­ბას ხელს და ეცა­დე, რომ შენი სამ­შობ­ლო არა­ვინ და­ჩაგ­როს და გა­უ­თა­ნას­წორ­დეს მო­წი­ნა­ვე ერებს. ვინც უარ­ყოფს თა­ვის ეროვ­ნე­ბას, თა­ვის ქვე­ყა­ნას იმ ფიქ­რით, ვი­თომ კოს­მო­პო­ლი­ტი ვარო, ის არის მა­ხინ­ჯი გრძნო­ბის პატ­რო­ნი, იგი თა­ვი­სა­ვე შე­უმ­ჩნევ­ლად დიდი მტე­რია კა­ცობ­რი­ო­ბი­სა, რო­მელ­საც ვი­თომ ერ­თგუ­ლე­ბას და სიყ­ვა­რულს უცხა­დებს".
  • "მე­გო­ბა­რო! დღეს ქა­ლე­ბიც თხო­უ­ლო­ბენ მა­მა­კა­ცებ­თან თა­ნას­წორ უფ­ლე­ბას. სჯობს, მი­ე­ცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ სა­კი­თხზე გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ პა­სუხს არ მოგ­ცემ... მე მხო­ლოდ ამას ვი­ტყვი: დი­დად და დი­დად სა­ჭი­როა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ქალ­თა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მჯე­რა, მწამს და ვერც ვე­რა­ვინ შე­მაც­ვლე­ვი­ნებს ამ რწმე­ნას... დე­და­კაც­ნი უფრო ლმო­ბი­ერ­ნი, გრძნო­ბი­ერ­ნი არი­ან და დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად რას მო­ი­თხოვს, თუ გარ­და, ერ­თის გრძნო­ბი­სა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა შებ­რა­ლე­ბა, შე­წყნა­რე­ბა".
  • "მღვდლე­ბო-სო­ცი­ა­ლის­ტე­ბო! ჩემ­ში თქვე­ნის მოღ­ვა­წე­ო­ბის წყა­ლო­ბით აღ­ძრუ­ლი გრძნო­ბა ეს არის, იქ­ნე­ბა თქვენც გე­წყი­ნოსთ, თქვენს წო­დე­ბის გა­რე­შე ბევ­რს სხვა­საც, მე პი­რა­დად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანა­ფო­რე­ბი გაც­ვი­ათ და ჰრე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რობთ… გა­ი­ხა­დეთ ან ანა­ფო­რე­ბი და სთქვით სა­მო­ქა­ლა­ქო აზ­რე­ბი რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­თა, ან არა და გეც­ვასთ ანა­ფო­რა და სთქვით შე­უ­ბღა­ლა­ვად, გა­ნურყვნე­ლად ის, რაც გი­ან­დერ­ძათ თქვენ­მა მა­მათმთა­ვარ­მა იესო ნა­ზა­რე­ველ­მა. არც არა­ფე­რი იმით და­შავ­დე­ბა თქვე­ნი გავ­ლე­ნა ხალ­ხზე გე­უბ­ნე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბით, აშ­კა­რად, სა­ბო­ლო­ოდ მავ­ნე­ბე­ლი გა­მოდ­გე­ბა, არ არი მო­სა­წო­ნი თქვე­ნი გავ­ლე­ნა ვი­ნა­ი­დან იგი სა­სარ­გებ­ლო ნა­ყოფს არ გა­მო­ი­ღებს და მხო­ლოდ მო­ნებს აღუზ­რდის ქვე­ყა­ნას და არა ნამ­დვილ მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს და მო­ქა­ლა­ქე­ებს".…
  • "მხო­ლოდ იმა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გნე­ბავს ის ილა­პა­რა­კო, სწე­რო, აკე­თო - არა! უნდა ყო­ველს სი­ტყვას და მოქ­მე­დე­ბას სა­ერ­თო, სა­ზო­გა­დო ბედ­ნი­ე­რე­ბა ედ­ვას სარ­ჩუ­ლად, ქვეყ­ნის თუ სა­სარ­გებ­ლო არა, სა­მავ­ნებ­ლო, სა­ზა­რა­ლო მა­ინც არ უნდა იყოს ქვეყ­ნი­სათ­ვის".
  • "აზ­რის წარ­მოთ­ქმა რო­მე­ლი­მე სა­გან­ზე თვით საგ­ნის შე­უს­წავ­ლე­ლად და შე­უგ­ნებ­ლად მხო­ლოდ რეგ­ვენს ადა­მი­ანს შე­უძ­ლია".
  • "მუტ­რუ­კი მი­ტომ მუტ­რუ­კობს, დედა ჰყო­ლია ვი­რიო. კაცი ბე­ჩა­ვის მჩაგ­რა­ვი სად გა­გო­ნი­ლა გმი­რიო!"
  • "არც ის მგო­ნია ბი­ჭო­ბა, ვი­საც ერე­ვი ახ­რჩობ­დე, ბიჭს მა­შინ და­გი­ძა­ხებ­დი, რომ სხვას დამ­ხრჩვალ­სა სწამ­ლობ­დე"...

წაიკითხეთ ვრცლად

myquiz