"დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუდგინდა" - საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო | Allnews.Ge

"დაახლოებით 20-მდე აბიტურიენტია, ვისაც კოვიდინფექცია დაუდგინდა" - საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

შე­ფა­სე­ბის და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, სო­ფიო გორ­გო­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტი კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ის გამო ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ზე ვერ გა­ვი­და, თუმ­ცა, ისი­ნი გა­მოც­დას და­მა­ტე­ბით სე­სი­ა­ზე ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ გორ­გო­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს მუ­ხი­ან­ში, #175-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გახ­სნილ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც ის გა­მოც­დე­ბის პრო­ცესს აკ­ვირ­დე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 6:00 სა­ა­თი­დან 25 სა­ა­გა­მოც­დო ცენ­ტრია გახ­სნი­ლი.

"ზუს­ტად 8:00 სა­ათ­ზე და­ი­წყო რე­გის­ტრა­ცია პირ­ველ სე­სი­ა­ზე. ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 20-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტია, ვი­საც კო­ვი­დინ­ფექ­ცია და­უდ­გინ­და და ისი­ნი ცალ­კე სე­სი­ა­ზე იქ­ნე­ბი­ან და­ბა­რე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­გუ­ლა­ცი­ებს, შარ­შან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მო­უ­წევთ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მთე­ლი სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში. გარ­და ამი­სა, შარ­შან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს გვაქვს ორი სე­სია - დი­ლის და შუ­ა­დღის სე­სია. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი შე­მობ­რძან­დე­ბი­ან, გა­ივ­ლი­ან თერ­მოსკრი­ნინგს და დე­ზო­ბა­რი­ერს, და­ი­მუ­შა­ვე­ბენ ხე­ლებს და ამის შემ­დეგ გან­თავ­სდე­ბი­ან სექ­ტო­რებ­ში, სა­დაც არა­უ­მე­ტეს 10 აბი­ტუ­რი­ენ­ტია. მერ­ხე­ბი დის­ტან­ცი­ით არის გან­ლა­გე­ბუ­ლი და თი­თო­ე­უ­ლი მერ­ხის წინ გან­თავ­სე­ბუ­ლია ფარი“, - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო გორ­გო­ძემ.

ცნო­ბის­თვის, დღეს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­დით და­ი­წყო, 14 ივ­ლი­სი­დან კი, პრო­ცეს­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლი პი­რე­ბი ჩა­ერ­თვე­ბი­ან. 28 ივ­ლისს სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სი ჩა­ტარ­დე­ბა, ხოლო სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დას მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი 27-30 ივ­ლისს ჩა­ა­ბა­რე­ბენ.

წელს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 25 სა­გა­მოც­დო ცენ­ტრია მო­წყო­ბი­ლი. გა­მოც­დებს ჯამ­ში 83 600 პირი აბა­რებს, მათ შო­რის 39 ათა­სამ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტია.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მი­მარ­თავს და წარ­მა­ტე­ბებს უსურ­ვებს.

რო­გორც მი­ნის­ტრის მი­მარ­თვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რეა.

"ძვირ­ფა­სო აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბო, დღე­ი­დან ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი იწყე­ბა. წინ ემო­ცი­უ­რად დატ­ვირ­თუ­ლი დღე­ე­ბია, რო­გორც თქვენ­თვის, ასე­ვე თქვე­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის. რა თქმა უნდა, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, რაც პან­დე­მი­ამ მოგ­ვი­ტა­ნა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ მარ­თლაც მკვეთ­რად შეც­ვა­ლა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა. ჩვენ ბევ­რს ვსა­უბ­რობთ ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, ვი­ნა­ი­დან, კარ­დი­ნა­ლურ ცვლი­ლე­ბებ­თან ადაპ­ტა­ცია დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. ვფიქ­რობ, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა მარ­თლაც დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ამი­ტო­მაც მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­ვნიშ­ნო თქვე­ნი მონ­დო­მე­ბა და გამ­ძლე­ო­ბა. თქვენ წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეთ სწავ­ლა და ახლა ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყე­ბად ემ­ზა­დე­ბით.

მთე­ლი გუ­ლით გი­სურ­ვებთ გა­მოც­დე­ბის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბას და სა­სურ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მშვე­ნივ­რად გა­არ­თმევთ თავს გა­მოც­დებს და თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, აქ­ტი­უ­რი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით სავ­სე პე­რი­ო­დი და­ი­წყე­ბა. შე­ი­ძენთ ახალ ცოდ­ნას, ახალ მე­გობ­რებს, და­ე­უფ­ლე­ბით სა­სურ­ველ პრო­ფე­სი­ას. მერ­წმუ­ნეთ, გა­ნათ­ლე­ბა სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ში ჩა­დე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო ინ­ვეს­ტი­ცი­აა, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა ჩვე­ნი სიძ­ლი­ე­რეა და მჯე­რა, თქვე­ნი ცოდ­ნით, მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში!

იმე­დი მაქვს, რომ მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს აუ­დი­ტო­რი­ებ­ში შეხ­ვდე­ბით, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში შეძ­ლოთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა.

კი­დევ ერთხელ გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს!“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია მი­ნის­ტრის მი­მარ­თვა­ში.

myquiz