ვინ არის 16 წლის ხობელი გოგონა, რომელსაც მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ ოსტატის წოდება მიანიჭა | Allnews.Ge

ვინ არის 16 წლის ხობელი გოგონა, რომელსაც მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ ოსტატის წოდება მიანიჭა

16 წლის ხობელმა დიანა ლომაიამ მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციის (ფიდე) ოსტატის წოდება მოიპოვა. დიანა ჭადრაკს 5 წლის ასაკიდან თამაშობს, ხობში ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს და საჭადრაკო ხელოვნებას ფოთში, კლუბ "ნანას" ბაზაზე ეუფლება. ევროპის ჩემპიონატზე პირველად 10 წლის ასაკში, 2015 წელს იასპარეზა.

fidelomaia-1622187398.jpg

ცოტა ხნის წინ 16 წლის გოგონამ ქალთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატის 1-ლი ლიგის დასრულებამდე 1 ტურით ადრე დიანა ლომაიამ გაინაღდა ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის - საქართველოს ქალთა მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზური, რომელიც გაიმართება 12-22 ივნისს და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საუკეთესო 10 მოჭადრაკე ქალი.

lomaia-1622187399.jpg

"როცა ძლიერთან ვთამაშობ, თამაში საინტერესოა და მომწონს. ზოგთან კიდევ უინტერესო...

ჩემი წარმატების მიზეზი პირველ რიგში არის შრომა და მერე სხვა დანარჩენი. არასდროს არ ვნებდები და ყოველთვის ვცდილობ, რომ დამარცხების მიუხედავად წამოვდგე... ნონა გაფრინდაშვილი ჩემთვის მისაბაძი ადამიანია, შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია და ძალიან ბევრი იშრომა, რომ მიეღწია ასეთი ტიტულისთვის. მეც მინდა მისნაირი გავხდე!

dianalomaiahead-1622187398.jpg

ჩემი სურვილი მსოფლიო ჩემპიონობაა, ბევრს ვისწავლი, ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის" - ამბობს დიანა.

myquiz