ხარაგაულის სოფელ ლაშის სკოლაში ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა - როგორია სკოლის ბოლო დღე, როცა კლასში მარტო ხარ | Allnews.Ge

ხარაგაულის სოფელ ლაშის სკოლაში ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა - როგორია სკოლის ბოლო დღე, როცა კლასში მარტო ხარ

ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ლა­შის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ბოლო ზარი დღეს მხო­ლოდ ერთი მოს­წავ­ლის­თვის, სალო კვი­რი­კაშ­ვი­ლის­თვის და­ი­რე­კა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია ავ­რცე­ლებს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის კო­მენ­ტარ­თან ერ­თად.

"ლა­შის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დღეს ბოლო ზარი მხო­ლოდ ერთი მოს­წავ­ლის­თვის და­ი­რე­კა"

სალო კვი­რი­კაშ­ვი­ლი:"6 წე­ლია რაც კლას­ში მარ­ტო ვარ. ჩვენს სკო­ლა­ში იმ­დე­ნად მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მოა, რომ არას­დროს მიგ­რძვნია კლა­სე­ლის და­ნაკ­ლი­სი. გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩვე­ულ სტილ­ში მი­ტარ­დე­ბო­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­დნენ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს შექ­მნას, რომ სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი მო­სა­წყე­ნი არ ყო­ფი­ლი­ყო. შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რს რთუ­ლად ეჩ­ვე­ნოს კლას­ში მარ­ტო ყოფ­ნა, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს დიდ სირ­თუ­ლეს არ წარ­მო­ად­გენ­და.

დას­ვე­ნე­ბებ­ზე მთელ დროს სხვა კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ­დი, რომ­ლე­ბიც ამ 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნე­ბად იქ­ცნენ. სწო­რედ მათ მო­მი­წყვეს დღეს ისე­თი ბოლო ზარი, რომ ცრემ­ლე­ბის შე­კა­ვე­ბა ვერ შევ­ძე­ლი. სკო­ლა ჩემ­თვის მე­ო­რე ოჯა­ხი იყო და გული მწყდე­ბა, აქე­დან რომ მივ­დი­ვარ.

ვა­პი­რებ ჩა­ვა­ბა­რო და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. ყო­ველ­თვის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი პე­და­გო­გო­ბით, მაგ­რამ მხო­ლოდ წელს გა­დავ­წყვი­ტე გავ­ყო­ლო­დი ამ პრო­ფე­სი­ას.

სამ­წუ­ხა­როა, რომ სკო­ლებ­ში დღი­თი­დღე იკ­ლებს ბავ­შვთა რა­ო­დე­ნო­ბა, მაგ­რამ, ჩემი აზ­რით, ეს არ უნდა იქ­ცეს და­მაბ­რკო­ლე­ბელ ფაქ­ტო­რად გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ცხოვ­რე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვიყო და გა­ვა­მარ­თლო ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის იმე­დი, რო­მელ­საც ჩემი სჯე­რა."

myquiz