ვინ არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც ვინც ჰაუზერის გრანტი მოიპოვა - ონისე წულაია “ნიუ-იორკის უნივერსიტეტში” ისწავლის | Allnews.Ge

ვინ არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც ვინც ჰაუზერის გრანტი მოიპოვა - ონისე წულაია “ნიუ-იორკის უნივერსიტეტში” ისწავლის

ონი­სე წუ­ლა­ია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც ვინც ჰა­უ­ზე­რის გრან­ტი მო­ი­პო­ვა და “ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში” ის­წავ­ლის. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავ­რცე­ლებს. სწო­რედ თსუ-ს იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია ონი­სე.

"თსუ იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, ონი­სე წუ­ლა­ია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, ვინც ჰა­უ­ზე­რის გრან­ტი მო­ი­პო­ვა და “ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში” მა­გის­ტრა­ტუ­რის სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლას კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აგ­რძე­ლებს.

ონი­სეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ო­დი­დან დღემ­დე, არა­ერთ გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ამ გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის შე­დე­გად კი დღეს, თსუ-ს კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი ქარ­თულ-ამე­რი­კულ იუ­რი­დი­ულ კომ­პა­ნია Sunbreath Corp. Legal Service-ში უფ­როს იუ­რის­ტად მუ­შა­ობს", - ნათ­ქვა­მია უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ამ პრო­ფე­სი­ას მრა­ვა­ლი ხიბ­ლი აქვს. რთუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბი­დან გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბის პრო­ცე­სი ად­რე­ნა­ლი­ნია, წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას კი უდი­დე­სი კმა­ყო­ფი­ლე­ბა ახ­ლავს თან.

პირ­ველ კურ­სზე ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მო­მე­ცე­მო­და. მიზ­ნე­ბი და ოც­ნე­ბე­ბი ნელ-ნელა გაჩ­ნდა. ამი­ტომ, მი­მაჩ­ნია, რომ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი არის ის მო­ცე­მუ­ლო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ნა­ყო­ფი­ე­რად უნდა გა­მო­ი­ყე­ნო,“ - ამ­ბობს ონი­სე წუ­ლა­ია.

myquiz