რამდენ ხანს დაისვენებენ ბაღები სააღდგომოდ და როდის დაიწყება ზაფხულის არდადეგები | Allnews.Ge

რამდენ ხანს დაისვენებენ ბაღები სააღდგომოდ და როდის დაიწყება ზაფხულის არდადეგები

მთავრობამ 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად გამოაცხადა.  მანამდე კი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილი და 3 მაისი ისედაც დასვენების დღედ იყო გამოცხადებული. ასევე 12 მაისი, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდემილობის დღედ გამოცხადდა და უქმე დღეა. ბევრ მშობელს გაუჩნდა კითხვა, გაახანგრძლივებს თუ არა აღდგომის შემდეგ არდადეგებს მთავრობის ახალი დადგენილება. როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, ბაღები ოფიციალურად გამოცხადებული უქმე დღეების შესაბამისად დაისვენებენ.

შესაბამისად, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 30 აპრილს შეწყდება და 13 მაისიდან განახლდება.

როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, ამ დაუგეგმავი არდადეგების გამო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების თარიღი არ გადაიწევს. ბაღები ტრადიციულად, ივნისის ბოლო სამუშაო დღის ჩათვლით იმუშავებენ.

myquiz