დაკავებულია 800-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ნავალნის ცოლი- რა ხდება რუსეთში, სადაც ქვეყნის მასშტაბით ათობით აქცია გაიმართა | Allnews.Ge

დაკავებულია 800-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ნავალნის ცოლი- რა ხდება რუსეთში, სადაც ქვეყნის მასშტაბით ათობით აქცია გაიმართა

რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცავებმა ამ დრომდე 863 ადამიანი დაკავეს, - შესაბამის მონაცემებს ორგანიზაცია OVD-info-ი აქვეყნებს.

მათივე ინფორმაციით, დაკავებები ქვეყნის 50-მდე ქალაქში განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პოლიციამ მოსკოვში მოქალაქეების დაკავება ჯერ კიდევ საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყო. OVD-info-ს ინფორმაციით, მოსკოვში, ამ დროისთვის 190-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ალექსეი ნავალნის რამდენიმე თანაშემწე, მათ შორის მისი პრესსპიკერი კირა იარმიში და ადვოკატი ლიუბოვ სობოლიც დააკავეს. სობოლო ამ დროისთვის გათავისუფლებულია, იარმიშს კი 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს. მეორე დღეს სასამართლომ ნავალნის 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ხელისუფლება ნავალნის მის მიერვე დაფუძნებული ორგანიზაციის, “ანტიკორუფციული ფონდის” კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისებაში ადანაშაულებს.

myquiz