როდიდან დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება ზამთრის არდადეგები სკოლებში | Allnews.Ge

როდიდან დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება ზამთრის არდადეგები სკოლებში

სკოლებში ზამთრის არდადეგები ოფიციალურად 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გვითხრეს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა. შესაბამისად, სკოლებიც 15 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.

გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ბევრი სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზეა გადასული, დავინტერესდით, ხომ არ არის რაიმე ცვლილება, თუნდაც შეფასების კომპონენტში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გვითხრეს, რომ ყველა სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მოქმედებს, ცვლილება არ არის და ნებისმიერი სიახლის შემთხვევაში, ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებენ.

myquiz