ვინ არის უცხოელი ინვესტორი, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაში ეხმარება | Allnews.Ge

ვინ არის უცხოელი ინვესტორი, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაში ეხმარება

საქართველოში სტუდენტებისთვის ძირითადი გამოწვევა საცხოვრებელი ადგილის შერჩევაა, გამქირავებლები მოკლევადიან დამქირავებელს სხვადასხვა მიზეზების გამო უარს ეუბნებიან, რაც ქართველი თუ უცხოელი სტუდენტებისთვის ძალიან აქტუალური პრობლემაა.

სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია "სტუდენტ ჰაუსი" შემოდის, რომელიც სტუდენტებს კეთილმოწყობილ, მრავალფეროვან საცხოვრებელ კომპლექსებს სთავაზობს.

"სტუდენტ ჰაუსი" საქართველოში პირველი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი იქნება გაშლილი თბილისსა და ბათუმში ხუთ ლოკაციაზე.

ბიზნესპრესნიუსი უცხოელ ინვესტორ, ჰანი ჰებაშს, ესაუბრა, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სისტემას ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებაში ეხმარება.

- როდის და რატომ ჩამოხვედით საქართველოში?

- საქართველოში ჩამოსვლა 2017 წელს გადავწყვიტე, იმ პერიოდში მალაიზიაში ვცხოვრობდი და იქ ჩემი ბიზნეს საქმიანობაც სტუდენტურ საცხოვრებლებთან იყო დაკავშირებული. კვლევების შედაგად გაირკვა, რომ საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების მქონე სტუდენტური საცხოვრებლის არსებობის კრიტიკული საჭიროება იყო და ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მადეტერმინებელი ფაქტორიც სწორედ ეს გახლდათ.

ვფიქრობ, რომ საქართველო ინვესტორებისთვის ერეთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. 2,3 მილიარდიან ბაზარზე წვდომა საბაჟო გადასახადის გარეშე, მარტივი და ბიზნესზე მორგებული საგადასახადო სისტემა, ეს ის მიზეზებია, რის გამოც საქართველო სწორი არჩევანი იყო.

- რატომ დაუკავშირეთ თქვენი საქმიანობა საგანმანათლებლო სფეროს?

- განათლება ის მთავარი ძალაა, რაზეც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა დგას. გაცვლითი პროგრამით არაერთ ქვეყანაში ვიყავი და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მივხვდი რომ ამ ქვეყანას აქვს პოტენციალი, შექმნას ევროპული სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო სისტემა, რისთვისაც აუცილებელია ვაკმაყოფილებდეთ შესაბამის სტანდარეტებს.

- რაში მდგომარეობს სტუდენტ ჰაუსის-ის, როგორც პროექტის უნიკალურობა?

- იმისათვის რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა გახდეს უფრო მიმზიდველი, საჭიროა, არსებობდეს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სტუდენტური საცხოვრებელი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ "სტუდენტ ჰაუსი" კონცეპტუალურად არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე და სწორედ, ეს დამატებითი შესაძლებლობები აქცევს მას უნიკალურ და მიმზიდველ მოცემულობად, ინვესტორებისა და სტუდენტებისათვის.

- არის თუ არა პროექტი უკვე აქტიურ ფაზაში?

- პროექტი აქტიურ ფაზაშია და მშენებლობა უკვე დაწყებულია. დიღმის კამპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და 2021 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მზად იქნება მიიღოს პირველი სტუდენტი.

- როგორი რეზონანსი ჰქონდა პროექტს უნივერსიტეტების მხრიდან?

- პროექტი რამდენიმე თვეა რაც დავაანონსეთ და საზოგადოების ინტერესი უკვე ძალიან მაღალია. პროექტის დასრულებას განსაკუთრებით ელოდებიან უნივერსიტეტები და რა თქმა უნდა, მათგან უკვე აბსოლუტური მხარდაჭერა გვაქვს.

- რა მიზნები აქვთ სტუდენთ ჰაუსს?

- ჩვენი მიზანია, "სტუდენტ ჰაუსში" შევქნათ საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტებისთვის კომფორტული, მეგობრული და უსაფრთხო გარემო.

- რას გვეტყვით კომპანიის ისტორიისა და სამომავლო გეგმების შესახებ?

- კომპანია ოთი გრუპი უკვე 3 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს, ამ დროის მანძილზე ჩვენ ავაშენეთ "ოთი თაუერ 31", "ოთი ბათუმი","ოთი გრინ თაუერი", " ოთი რესიდენსი","ოთი დიღომი".

რაც შეეხება, სამომავლო პროექტებს, "ასურეთი პარადაის", ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი გახლავთ, რომელიც გაშლილი იქნება 33 ჰექტარზე და იქნება საქართველოში უდიდესი რეკრეაციული კომპლექსი 12 უნიკალური მახასიათებლით.

- რა გეგმები აქვს პროექტს საინვესტიციო თვალსაზრისით?

- პროექტის საინვესტიციო გაყიდვები უკვე დაწყებულია, დაინტერესება, როგორც ქართველი ისე უცხოელი ინვესტორებისგან გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ დროთა განმავლობაში ამ პროექტის განხორციელებაში უფრო მეტი ინვესტორი და ბიზნესმენი ჩაერთვება, ვინაიდან, საგანმანათლებლო სისტემა - ეს ის სენსიტიური თემაა, რომელიც მუდმივ განვითარებასა და წინსვლას საჭიროებს.

ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების სისტემის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.