სტიპენდია “არაფრის კეთებაში”- ჰამბურგის უნივერსიტეტი 3 აპლიკანტს 1900$-ს "არაფრის კეთებაში" გადაუხდის | Allnews.Ge

სტიპენდია “არაფრის კეთებაში”- ჰამბურგის უნივერსიტეტი 3 აპლიკანტს 1900$-ს "არაფრის კეთებაში" გადაუხდის

ვებგვერდ stipendia.ge-ს მიხედვით გერმანიის, ჰამბურგის ხელოვნების უნივერსიტეტი "არაფრის კეთებაში" 3 სტიპენდიას აცხადებს  . პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს მსოფლიოს მასშტაბით. სტიპენდიის ოდენობა 1900 აშშ დოლარია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადააგზავნონ პასუხი 3 კითხვაზე: რა უნდა გავაკეთო რომ ჩემი არაფრის კეთებით ირგვლივ ადამიანები არ დაზარალდნენ. ასევე უპასუხონ რისი გაკეთება არ სურთ? რამდენი ხნით და რატომ არის ის შესაფერისი ადამიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად.

იხილეთ სტიპენდიის ბმული:

https://www.hfbk-hamburg.de/de/projekte/schule-der-folgenlosigkeit/