საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 22 სკოლა დაიხურა | Allnews.Ge

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 22 სკოლა დაიხურა

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო 22 სკოლა დაიხურა. ამის შესახებ საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან-მიშელ ბლანკემ განაცხადა. „საფრანგეთში 60 000 სკოლიდან სულ 22 სკოლა დაიხურა, რაც არც ისე ბევრია“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, სამშაბათიდან საფრანგეთში სასწავლო პროცესი განახლდება და სკოლებში 12 მილიონამდე მოსწავლე დაბრუნდა. პანდემიის ფონზე მშობლების ნაწილი და პედაგოგთა პროფკავშირები სკოლების გახსნის წინააღმდეგები არიან.

ცნობისთვის, გუშინ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი დღის განმავლობაში ზედიზედ ქვეყანაში კორონავირუსის 7 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

myquiz