მასწავლებელთა ნოემბრის გამოცდების შედეგები ცალკეულ საგნებში უკვე ცნობილია | Allnews.Ge

მასწავლებელთა ნოემბრის გამოცდების შედეგები ცალკეულ საგნებში უკვე ცნობილია

შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების შედეგების ნაწილი ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, ცნობილია მხოლოდ ცალკეული საგნის გამოცდების შედეგები. მათ შორის: ქართული ენისა და ლიტერატურის (VII-XII), მათემატიკის (VII-XII), ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ისტორიის, ფიზიკისა და უცხოური ენების გამოცდების შედეგები.

რაც შეეხება დანარჩენი საგნების გამოცდების შედეგებს, ისინი სავარაუდოდ, თვის ბოლომდე უნდა გახდეს ცნობილი.

გამოცდაზე გასულებს, შედეგების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ.

myquiz