ხვალ თბილისის 150 საბავშვო ბაგა-ბაღი არ იმუშავებს | Allnews.Ge

ხვალ თბილისის 150 საბავშვო ბაგა-ბაღი არ იმუშავებს

29 ოქტომბერს სააღმზრდელო პროცესი არ წარიმართება იმ საბავშვო ბაგა-ბაღებში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბნები. დედაქალაქში არსებულ 150 საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს ჩატარდება დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები. სანიტარული დღის განმავლობაში, საბავშვო ბაღები მოწესრიგდება 30 ნოემბრიდან აღსაზრდელების ჩვეულ რეჟიმში მისაღებად.

თბილისში დღესდღეობით 180 საჯარო ბაგა-ბაღი 61 000 აღსაზრდელს ემსახურება. აქედან 150-ში საარჩევნო უბნებია განთავსებული.

myquiz