რა მეთოდებით ასწავლიან მათემატიკას სინგაპურის სკოლებში? | Allnews.Ge

რა მეთოდებით ასწავლიან მათემატიკას სინგაპურის სკოლებში?

ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ სინგაპურის მათემატიკის სწავლების მეთოდი. World Economic Forum-ის ინფორმაციით, სინგაპურში 4 მთავარ მეთოდს იყენებენ ბავშვებისთვის მათემატიკის სწავლებისთვის.

ესენია:

1. კლასი ერთად განიცდის პროგრესს. მასწავლებელი მომდევნო საკითხზე მხოლოდ მას შემდეგ გადადის, როდესაც არსებულ საკითხს ყველა მოსწავლე ერთნაირად კარგად იგებს, იმის მაგივრად რომ კლასი შესაძლებლობების მიხედვით ჯგუფებად დაყოს. ამ გზით მოსწავლეებს, რომლებიც პროგრამას გაცილებით ადვილად ითვისებენ, ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა ეძლევათ.

2. მასწავლებლები გაკვეთილის ახსნისას იყენებენ საგნებს, ნახატებსა და სიმბოლოებს. სინგაპურის სკოლებში მათემატიკის გაკვეთილებზე მოსწავლეებს ახალ კონცეფციებს ისეთი ვიზუალური საგნების დახმარებით აცნობენ, როგორიც მაგალითად, ფერადი ფიგურებია.

ფინეთის "საგანმათლებლო სასწაული" - რა უნდა გადმოვიღოთ ფინური განათლების სისტემიდან?

3. შესაძლოა, სინგაპურში მოსწავლეები ამ მეთოდის გამო ნაკლებ საკითხს გადიოდნენ სკოლაში, თუმცა, თითოეულ მათგანს სიღრმისეულად სწავლობენ და იძენენ რთული პრობლემების გადაჭრის უნარებს, იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ ზეპირი არითმეტიკა ისწავლონ.

4. სინგაპურში მოსწავლეები მათემატიკას ან მეცნიერებას სკოლის დამთავრებამდე სწავლობენ. სხვა ქვეყნებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ ჰუმანიტარულ საგნებზე კონცენტრირდნენ. კრიტიკოსები ამბობენ, რომ სინგაპურის სისტემა კრეატიულობის განვითარებას აფერხებს და მოსწავლეები აკადემიურ საქმიანობას ძალიან ახალგაზრდა ასაკიდან იწყებენ, იმის ნაცვლად, რომ ითამაშონ. მაგრამ აღნიშნული მიდგომა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწრაფი პროგრესი განიცადონ, ვიდრე სხვა ქვეყნის მოსწავლეებმა.

სწავლის მეთოდი და არა ფული ეხმარება სინგაპურს არსებული შედეგების მიღწევაში. ის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს ხარჯავს განათლებაზე, მაშინ როდესაც გაერთიანებულ სამეფოში განათლებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს, შვედეთში კი 8%-ს ხარჯავენ.

myquiz