მსოფლიოში წერა-კითხვის უცოდინარი 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობს | Allnews.Ge

მსოფლიოში წერა-კითხვის უცოდინარი 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობს

ბოლო 50 წლის მანძილზე განათლების სფეროში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მსოფლიოში წერა-კითხვის უცოდინარი 750 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ იუნესკოს ახალი კვლევის შედეგები მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანების ორ მესამედს ქალები შეადგენენ. ამასთან, ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში ახალგაზრდებს შორის წიგნიერების დონის ზრდა ფიქსირდება.

წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანების 45% სამხრეთ აზიაში, 27% - საჰარას სამხრეთით მდებარე აფრიკის ნაწილში, 10% - აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, 9% - ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში, 4% - ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში ცხოვრობს.

myquiz