ჰარვარდის სტუდენტის 25 რჩევა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე | Allnews.Ge

ჰარვარდის სტუდენტის 25 რჩევა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე

როდესაც საქმე სწავლას ეხება, ბევრი ჩვენგანი იტყვის, რომ მეცადინეობაში საკმაოდ ბევრ დროს ატარებს, სინამდვილეში კი შეიძლება დროს სოციალური ქსელის თვალიერებაში ან ყოველ 15 წუთში ერთხელ წაძინებაში ატარებდეს. აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბევრმა ჩვენგანმა მართლაც არ იცის, როგორ უნდა იმეცადინოს, რომ სასურველ და უმაღლეს შედეგებს მიაღწიოს, რადგან მსგავსი ყურადღების გამფანტველი შესვენებები ეფექტური გზა არ არის ცოდნის შესაძენად და სასურველი მიზნის მისაღწევად. ამიტომ, სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება, რომელსაც, კარგი იქნება, რომ მოტივაციით შეხვდეთ, რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ, რომელიც ჰარვარდისა და იელის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულმა სოფია ჩუა-რუბენფილდმა შეადგინა.

საწყისი ნაბიჯები

1. აირჩიეთ ის სასწავლო პროგრამა, რომელიც გაინტერესებთ. ამგვარად სწავლა მონურ შრომად აღარ მოგეჩენებათ. თუ სწავლა არ გინდათ, მე ვერაფრით დაგეხმარებით.

2. შეიძინეთ მეგობრები.

ზოგადი პრინციპები

3. ისწავლეთ ნაკლები მაგრამ ისწავლეთ უკეთ.

4. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ, თავი აარიდეთ მექანიკურ ქმედებას და გაუაზრებლად სწავლას.

5. გაფანტულობა ცუდია. გაფანტულობა თქვენი დროის ფუჭი ფლანგვაა.

6. ჩაიწერეთ.

7. შეისრუტეთ ცოდნა, მოკიდეთ საქმეს ხელი და შეასრულეთ თავდასხმის გეგმა.

პირველი ფაზა. აუდიტორია

8. ჩანაწერები ხელით გააკეთეთ. არ ვიცი, რა მეცნიერება დგას ამის უკან, მაგრამ ჩანაწერების ხელით გაკეთებისას ის თქვენს მეხსიერებაში ინახება.

მეორე ფაზა: სწავლის დრო

9. გამოძვერით ბიბლიოთეკიდან. ფაქტი, რომ თქვენ ბიბლიოთეკაში ხართ, ცოდნით თავისთავად ვერ აგავსებთ. 8 საათის განმავლობაში ბიბლიოთეკაში ჯდომა და Facebook-ის თვალიერება Facebook-ზე გატარებული 8 საათია და არა ბიბლიოთეკაში. ასევე ადამიანები, რომლებსაც ბიბლიოთეკაში საჭმელი და პლედი მიაქვთ და იქ ფინალური გამოცდების მოსვლამდე მთელ კვირას ატარებენ, უცნაური სუნი ასდით. წადით სახლში და შხაპი მიიღეთ. ნასწავლის გამეორება თმის დაბანისასაც შეგიძლიათ.

10. გააკეთეთ ცოტა ყოველდღე, მაგრამ ისე არ ქნათ, რომ ამან მთელი თქვენი დღე დაიკავოს. "დღეს რაიმე წიგნის ერთ თავს წავიკითხავ, შემდეგ საყვარილი სატელევიზიო სერიალის ერთ ეპიზოდს ვნახავ და სავარჯიშო დარბაზში წავალ"- ეს მოდელი ყოველთვის ამარცხებს შემდეგ მოდელს,- "ამ მომენტიდან დაწყებული, იმდენის წაკითხვას ვაპირებ, რამდენსაც შევძლებ ... ოოო უკვე შუაღამეა, მეხუთე გვერდზე ვარ, ჩემი ოთახი კი რამიონისა და დისფუნქციის სუნითაა გაჟღენთილი".

11. მიეცით საკუთარ თავს სტიმული. თუ გეცოდინებათ, რომ 6 საათზე გარეთ გახვალთ, დიდი ალბათობაა, რომ იქამდე უფრო ეფექტურად შეძლებთ დროის გამოყენებას და სწავლას.

12. მიეცით მეგობრებს უფლება, ჩამოგართვან ტელეფონი, თუ ისინი მაშინ გამოგიჭერენ, როდესაც რაღაც თამაშს თამაშობთ და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შესვენება გჭირდებათ, სავარაუდოდ ეს ასე არაა.

13. შეწყვიტეთ ტექსტის მონიშვნა. ტექსტის ქვეშ ხაზის გასმამ წესით თქვენს ფოკუსირებას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა ის პირდაპირი ბილეთია მექანიკური ქმედებისკენ. ფურცლებს რომ დახედავთ, მიხვდებით, რომ 5 გვერდი გაქვთ ფოსფორისფრად შეღებილი და არ გახსოვთ, რა წაიკითხეთ. ამის ნაცვლად, ჯობს წიგნის გვერდზე მინაწერები გააკეთოთ.

14. წაიკითხეთ იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ, სხვა გზა უბრალოდ არ გაქვთ.

15. იყავით გონიერი მკითხველი და არა რობოტი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი თქმა და დამტკიცება სურდა ავტორს, რა არის არგუმენტის ლოგიკური პროგრესია.

16. არ წაიკითხოთ ყველაფერი, მაგრამ გაიგეთ ყველაფერი, რასაც წაიკითხავთ. უკეთესია ღრმად გაიგოთ, ლიმიტირებული რაოდენობის მასალა, ვიდრე გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა ბევრ საკითხზე. კიდევ ერთხელ გაფანტულობა ცუდია, ის თქვენი დროის ფუჭი ხარჯვაა.

17. გამოყავით საკითხები ბულეტებად.

20. კიდევ ერთხელ გეტყვით, არ გადახვიდეთ საცხოვრებლად ბიბლიოთეკაში. განაგრძეთ ჩვეული ცხოვრება - ჭამეთ, დაიძინეთ, იბანავეთ.

21. თუ რაღაც არ გესმით, ეს აუცილებლად მოვა გამოცდაზე. გამოსავალი: კონსპექტი, ინტერნეტი.

22. ისეთ ადგილასაც კი, როგორიც ჰარვარდია, თქვენ აუცილებლად მოგთხოვენ ფორმულების, სახელებისა და თარიღების დამახსოვრებას. იმისთვის, რომ ეფექტურად დაიმახსოვროთ: შეწყვიტეთ ჩამონათვალის კვლავაც და კვლავაც გადაკითხვა. ეს არ იმუშავებს. წარმოთქვით ის ხმამაღლა, შემდეგ დაწერეთ. მიეცით მეგობრეს საშუალება, გამოგცადონ.

23. სთხოვეთ მეგობრებს მოგისმინონ, მაშინ როდესაც რთულ კონცეფციას ხსნით. ეს გაიძულებთ გამოთქვათ ის რაც გაიგეთ, რაც მის კიდევ უფრო უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ, რადგან როგორც უკვე ვთქვი გაფანტულობა და საკითხზე ზოგადი წარმოდგენა ცუდია.

24. სეხედეთ ფართო სურთას. შეიძლება თქვენ უამრავი ფაქტი ისწავლოთ, თუმცა თუ არ იცით, როგორ უკავშირდება ეს კურსის მთავარ თემას, ფაზლის აწყობას და მთავარი აზრის გამოტანას ვერ შეძლებთ.

ბოლო ფაზა: გამოცდის დღე

25 ჩააბარეთ გამოცდა. მიიღეთ A

myquiz