დაწყებით კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა მცირდება | Allnews.Ge

დაწყებით კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა მცირდება

პირველ კლასში, გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასწავლებელმა აუცილებელია ბავშვები ფიზიკური აქტივობით დატვირთოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება გაკვეთილის ხანგრძლივობას, ჩიქობავას ინფორმაციით, დაწყებით კლასში გაკვეთილების ხანგრძლივობა მცირდება.

"გაკვეთილების ხანგრძლივობა მე-2 კლასში 5 წუთით შემცირდა და ნაცვლად 45 წუთისა, 40 - წუთიანი გახდა; პირველ კლასში გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 35 წუთით, მე-2 კლასში - 40 წუთით, ხოლო მე-3-მე-12 კლასებში - 45 წუთით. გარდა ამისა, პირველ კლასში აუცილებელია გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ მასწავლებელმა ბავშვები ფიზიკური აქტივობით გაავარჯიშოს, რადგან პირველკლასელებს განსაკუთრებით უჭირთ დიდხანს ერთ ადგილას ჯდომა, ამიტომ მათთვის განსხვავებული ფორმის აქტივობების შეთავაზება აუცილებელია", - განაცხადა ჩიქობავამ.

myquiz