საერთო სამაგისტრო გამოცდების პირველადი შედეგები ცნობილია
გამოცდებისა და შეფასების ეროვნულმა ცენტრმა საერთო სამაგისტრო გამოცდების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. შედეგების ნახვა მსურველებს ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის სააპელაციო განაცხადები მიიღება 17 აგვისტოს 10:00 საათიდან 23 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე online.naec.ge და www.naec.gov.ge.