2016-2017 სასწავლო წლებში, სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა | Allnews.Ge

2016-2017 სასწავლო წლებში, სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა

2016-2017 სასწავლო წლებში, სკოლაში სწავლა 11 741-მა მოსწავლემ შეწყვიტა. შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან გამოითხოვა. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში საშუალო საფეხურზე (მე-10 - მე-12 კლასი) სწავლა ვერ განაგრძო 8300-მა, ხოლო საბაზო საფეხურის (მე-7- მე-9 კლასი) დასრულებამდე 3441 მოსწავლემ.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა თბილისში დატოვა. კერძოდ, საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 2168 მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 1348 მოსწავლემ. რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის შემდეგ ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა ქვემო ქართლსა და კახეთში დატოვა. კერძოდ, ქვემო ქართლში საშუალო საფეხურზე სწავლა ვერ გააგრძელა 1835-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე - 828 მოსწავლემ. კახეთში საშუალო საფეხურზე სწავლა შეწყვიტა 891-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე - 327-მა მოსწავლემ.

რაც შეეხება კონკრეტულ რეგიონებს, როგორც განათლების და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, 2016-2017 სასწავლო წლებში საშუალო საფეხურზე აფხაზეთში სკოლა დატოვა 64-მა მოსწავლემ, აჭარაში - 764-მა, გურიაში - 270-მა, იმერეთში - 738-მა, მცხეთა-მთიანეთში 181-მა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 37-მა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 636-მა, სამცხე-ჯავახეთში - 312-მა, ხოლო შიდა ქართლში - 404-მა მოსწავლემ.

ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე აფხაზეთში სკოლა დატოვა 18-მა მოსწავლემ, აჭარაში - 226-მა, გურიაში -36-მა, იმერეთში - 235-მა, მცხეთა-მთიანეთში 32-მა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 2-მა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 128-მა, სამცხე-ჯავახეთში - 156-მა, ხოლო შიდა ქართლში - 105-მა მოსწავლემ.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2015-2016 სასწავლო წლებში საშუალო საფეხურზე თბილისსა და რეგიონებში სკოლა 7880-მა მოსწავლემ დატოვა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 3632-მა მოსწავლემ. 2014-2015 წლებში საშუალო საფეხურზე თბილისსა და რეგიონებში სკოლა 8672-მა მოსწავლემ დატოვა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 3635-მა მოსწავლემ.

2013-14 სასწავლო წლებში სკოლა თბილისსა და რეგიონებში საშუალო საფეხურზე დატოვა 10287-მა მოსწავლემ, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე - 3770-მა.

2012-13 სასწავლო წლებში კი, საშუალო საფეხურზე სკოლა ჯამში 9584-მა მოსწავლემ დატოვა, საბაზო საფეხურის დასრულებამდე კი - 3255-მა; რაც შეეხება 2011-2012 სასწავლო წლებს, საშუალო საფეხურზე თბილისსა და რეგიონებში ჯამში სკოლა 11 778-მა მოსწავლემ დატოვა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულებამდე 1845-მა მოსწავლემ.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რის გამო ვერ განაგრძეს მოსწავლეებმა სწავლა, როგორც განათლების სამინისტროდან "ინტერპრესნიუსისთვის" მოწოდებული დოკუმენტიდან ირკვევა, სკოლის ადმინისტრაციის მიერ ასახული მონაცემებით, 2016-2017 სასწავლო წელს, საბაზო საფეხურზე, ავადმყოფობის გამო სწავლა ვერ განაგრძო 96-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე - 78-მა მოსწავლემ. ამავე სასწავლო წელს, გარდაცვალების გამო საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 64-მა, ხოლო საშუალო საფეხურზე - 38-მა მოსწავლემ. დაოჯახების გამო საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 14-მა, საშუალო საფეხურზე კი, 243-მმა მოსწავლემ.

სწავლის შეწყვეტის სხვა მიზეზებად განათლების სამინისტრო საზღვარგარეთ მოსწავლეების ოჯახთან ერთად გამგზავრებას, მუშაობის დაწყებას, სკოლიდან გარიცხვას და სხვა მიზეზებს ასახელებს.

კერძოდ, 2016-17 სასწავლო წელს, საბაზო საფეხურზე სწავლისას, ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ 1618 მოსწავლე გაემგზავრა, ხოლო საშუალო საფეხურზე 399. საშუალო საფეხურზე მუშაობის დაწყების გამო სწავლა შეწყვიტა 863-მა მოსწავლემ, ხოლო პროფესიულ კოლეჯში სწავლა 2118-მა მოსწავლემ განაგრძო. გარდა ამისა, სწავლა საბაზო საფეხურზე 90 სასწავლო დღეს ზედიზედ გამოუცხადებლობის გამო შეუწყდა 66, ხოლო საშუალო საფეხურზე - 65 მოსწავლეს. საშუალო საფეხურზე სკოლიდან გაირიცხა 159 მოსწავლე, ხოლო სხვა მიზეზების გამო საშუალო და საბაზო საფეხურზე სწავლა ვერ განაგრძო 5920-მა მოსწავლემ.

ცნობისთვის, თბილისსა და რეგიონებში 2016-2017 წლებში, სასწავლო წლის დასაწყისში, ჯამში 564 729 მოსწავლე ირიცხებოდა. ხოლო 2017-2018 სასწავლო წელს, სასწავლო წლის დასაწყისში, თბილისისა და რეგიონებების სკოლებში ჯამში 575 181 მოსწავლე ირიცხება.

myquiz