ლექსი პირველკლასელთა წიგნიდან, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია - რას ამბობენ ავტორები | Allnews.Ge

ლექსი პირველკლასელთა წიგნიდან, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია - რას ამბობენ ავტორები

რამდენიმე დღეა, არ წყდება კამათი პირველკლასელებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში შეტანილ ლექსზე. მრავალსტროფიანი ლექსი "ორი ღორი" საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. უამრავი ადამიანი აღშფოთებულია, რატომ უნდა ასწავლონ ბავშვებს, "ასეთი პრიმიტიული" ლექსი, თანაც "დედალ-მამალ ღორზე".

ლექსს "ალოგიკურს და მდარეს" უწოდებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს: "მე ეს ლექსი არ მომწონს - ვისურვებდი, უფრო გემოვნებიანი ტექსტები შეერჩიათ წიგნისთვის. სხვა ხარვეზებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი, მაგრამ საზოგადოებას შევეკითხები: თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ლექსებით ისწავლონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული?"

გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ლექსის შინაარსის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება თვალშისაცემი გახდა, mshoblebi.ge-მ თავად ავტორების აზრი მოისმინა და ლელა ქისტაურს დაუკავშირდა, რომელიც სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფის წევრია:

- რა გითხრათ? ეს ერთ-ერთი რიგითი სასწავლო ტექსტია. მას არც რაიმე განსაკუთრებული კონცეპტუალური დატვირთვა აქვს ამ სახელმძღვანელოში. ტექსტი თავდაპირველად დავწერეთ ე.წ. picture book-ისთვის (დიდფორმატიანი სურათებიანი წიგნი), სადაც ძირითადი ამბავი ნახატებითაა გადმოცემული და ახლავს სახალისო, გამეორების ქარგაზე აგებული ტექსტი. მან დეკოდირებაში უნდა გაწაფოს დამწყები მკითხველი. სწორედ ამიტომ, მასში სიუჟეტიც მარტივია, მიზანმიმართულად ძალიან ხშირად მეორდება სიტყვები, ფრაზები. რაიმე მაღალმხატვრულობაზე ტექსტს, ცხადია, არანაირი პრეტენზია არ აქვს. ის საუკეთესოდ ასრულებს თავის ძირითად მეთოდოლოგიურ დანიშნულებას - ბავშვებმა ზედმეტი სტრესის გარეშე, სახალისო გზით ისწავლონ კითხვა.

გარდა ამისა, ის იძლევა მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების გავარჯიშების საშუალებას, ანგრევს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ცხოველის მიმართ და ა. შ. მან თანამშრომლობასა თუ ერთმანეთზე ზრუნვის სიკეთეზე უნდა დააფიქროს მოსწავლე (შემთხვევით არაა შეტანილი თავში - "სოფელი ასე შენდება". ასე შენდება ქვეყანა: ოჯახიდან იწყება სახელმწიფოს მშენებლობა პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებით, ერთმანეთზე ზრუნვით...). ამიტომ ვფიქრობთ, რომ ლექსის წაკითხვისას ღირებულებებში პრობლემა არ უნდა იყოს. სტერეოტიპულ, გახევებულ, ჩაკირულ-ჩაცემენტებულ რწმენა-წარმოდგენებსა და არაკრიტიკულ აზროვნებაში უფრო ვხედავთ პრობლემებს. წაიკითხეთ მეტი

myquiz