რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა ფიზიკისა და ქიმიის გამოცდაში - შედეგები ცნობილია | Allnews.Ge

რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა ფიზიკისა და ქიმიის გამოცდაში - შედეგები ცნობილია

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ქიმიის გამოცდაში აბიტურიენტთა დაახლოებით 20%-მა, ხოლო ფიზიკის გამოცდაში დაახლოებით 25%-მა ვერ გადალახა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ივა მინდაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მაქსიმალური ქულა ქიმიის გამოცდაში ორმა, ხოლო ფიზიკაში ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.

"ქიმიის გამოცდა 1900-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა. ამ ტესტში მაქსიმალური ანუ 75 ქულა მიიღო ორმა აბიტურიენტმა. დაახლოებით იგივე მოცემულობა გვაქვს ფიზიკაში. 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა ფიზიკის ტესტი და ერთმა მათგანმა მიიღო მაქსიმალური ქულა. პირველადი მონაცემებით, ფიზიკაში აბიტურიენტთა დაახლოებით 25%-მა, ხოლო ქიმიაში დაახლოებით 20%-მა ვერ გადალახა ბარიერი. აპელაციის პროცესმა მონაცემები შეიძლება ცოტათი შეცვალოს", - აღნიშნა ივა მინდაძემ.

მისი ინფორმაციით, ლიტერატურის გამოცდის შედეგები მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.

myquiz