"მასწავლებლები არიან ძალიან მკაცრები და მინდა იყვნენ უფრო მეგობრულები? - რას ურჩევენ მოსწავლეები მასწავლებლებს? | Allnews.Ge

"მასწავლებლები არიან ძალიან მკაცრები და მინდა იყვნენ უფრო მეგობრულები? - რას ურჩევენ მოსწავლეები მასწავლებლებს?

მასწავლებელი - ეს პროფესია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, იგი ჯერ კიდევ შორეულ ეპოქაში, პირველყოფილ თემურ საზოგადოებაში გაჩნდა, დროდადრო დაიხვეწა მისი ფუნქციები, განვითარდა. დღეს მას აბარია მომავალი თაობა, მისი ფუნქციაა მოზარდების პიროვნებად ჩამოყალიბება. მხოლოდ პროფესიონალიზმი და საკუთარი საგნის ბრწყინვალედ ცოდნა საკმარისი არ არის. სასურველია მასწავლებელს გააჩნდეს პედაგოგიური ნიჭი, რაც აუცილებელია მოსწავლეების განვითარებისთვის.

ჩვენი სიუჟეტი ბავშვებზეა, რომლებიც გვიყვებიან რა მოსწონთ, არ მოსწონთ ან რას ურჩევდნენ ისევ მათი გადმოსახედიდან მასწავლებლებს. არიან ბავშვები, რომლებსაც არ მოსწონთ მასწავლებლის მაღალი ტონით საუბარი, დაუმსახურებლად დაწერილი დაბალი ქულა, შენიშვნები, რომლებიც მათ დაუმსახურებლად მიიღეს. ამ ბავშვებს სურთ, მასწავლებლები იყვნენ უფრო მეგობრულები და სამართლიანები.

ავტორი: ანი ბერუაშვილი

myquiz