მასწავლებლებს, რომლებიც მიიღებენ შეთავაზებას, რომ იმუშაონ შესაბამისი საათების რაოდენობით, ხელფასები გაეზრდებათ - მამუკა ბახტაძე | Allnews.Ge

მასწავლებლებს, რომლებიც მიიღებენ შეთავაზებას, რომ იმუშაონ შესაბამისი საათების რაოდენობით, ხელფასები გაეზრდებათ - მამუკა ბახტაძე

მასწავლებლებს, რომლებიც მიიღებენ შეთავაზებას, რომ იმუშაონ შესაბამისი საათების რაოდენობით, ხელფასები გაეზრდებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული შეთავაზება სკოლის პედაგოგებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში მოხდება.

"უახლოესი თვეების განმავლობაში სკოლის სერთიფიცირებული მასწავლებლებისთვის მოხდება შეთავაზება, საუბარია მაღალ სამ დონეზე. მასწავლებლები, რომლებიც მიიღებენ შეთავაზებას, რომ იმუშაონ შესაბამისი საათების რაოდენობით, მათი ხელფასი, ბუნებრივია, ადეკვატურად გაიზრდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

myquiz